გართობა ამერიკულად - Mitsubishi Minicab-ი LS-ის ძრავით
სპეციალურად დამზადებული მცირე ზომის სატვირთო მძლავრი ამერიკული V8-თი და ოთხივე საბურავის მოხვევით არის აღჭურვილი.
Kei ავტომობილების მშვენიერ სამყაროში Mitsubishi Minicab-ი ერთი პატარა საყვარელი სატვირთო იყო, რომელსაც პაწაწინა ძრავა ჰქონდა. რა არის Kei ავტომობილები? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი სტატია გაგცემთ, რომელზეც ამ სიტყვებზე ხელის დაჭერით გადახვალთ.
მიუხედავად ასეთი უკანაისტორიისა, სურათზე და ვიდეოში ნაჩვენებ Mitsubishi-ის სულ სხვა სტილის მახასიათებლები აჩუქეს. მას მოსაფერებელი პერსონა აღარ აქვს, რადგან მისი კორპუსი V8 ძრავას მალავს. ამ აგრეგატიდან წამოსული სიმძლავრე ოთხივე ბორბალთან ნაწილდება. გარდა ამისა, მანქანას ოთხივე საბურავით მოხვევაც შეუძლია.
ამ მოდიფიცირებულ Minicab-ს Stomper-ი ჰქვია. მანქანას პატარა მოცულობის ძრავა და მცირე ზომის ბორბლები აღარ აქვს. ამის ნაცვლად ის LS-ის V8 ძრავითა და ყველგანმავალი ტიპის 33-დუიმიანი საბურავებითაა აღჭურვილი. სამწუხაროდ, აგრეგატის შესახებ სრული ინფორმაცია არ არსებობს. სრული სიგიჟისთვის მანქანას ტურბინებიც აქვს დამატებული.
თუმცა, ამ ავტომობილში საშიში მხოლოდ სიმძლავრე არ გახლავთ. როგორც ზემოთ დავწერეთ, მანქანას ოთხივე საბურავით მოხვევაც შეუძლია. უკანა ღერძი თითქმის ისე მუშაობს, როგორც წინა. შედეგად, ეს Mitsubishi საოცრად მანევრული და მოქნილია. მოხვევის სისტემა მძღოლის მიერ კონტროლდება და ღერძები ყველა შესაძლო მიმართულების აღების საშუალებას იძლევა.
ასეთი ძირფესვიანი მოდიფიცირება ნიშნავს, რომ ავტომობილს ქარხნული ნაწილები თითქმის აღარ გააჩნია. ალბათ, კარების, მაშუქებისა და სატვირთო ნაწილის გარდა, მოდელს ორიგინალი ნაწილები აღარ აქვს.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ Mitsubishi-ის გადაკეთების სამუშაოები ჯერ არაა დასრულებული. მთლიანად უნდა შეიცვალოს დაკიდების სისტემა, ძრავას კომპიუტერული პროგრამირება სჭირდება, ხოლო კორპუსს შეღებვა და საბოლოო შტრიხების შეტანა. ყველა ამ ჩამოთვლილის შესრულების შემდეგ კი საქმე ნამდვილ მონსტრთან გვექნება, რომელიც წინა ცხოვრებაში უწყინარი კრავი იყო.