პოლ უოკერის 1973 წლის Porsche 911 Carrera RS 2.7 აუქციონზე გადის
ყველასთვის საყვარელ პოლ უოკერს სწრაფი ავტომობილების უყვარდა. ვარსკვლავმა Fast and Furios-ში თამაშით უამრავ ადამიანს ავტომობილის მიმართ სიყვარული გაიჩინა. ის საკულტო JDM მოდელებს მართავდა. უოკერი რეალურ ცხოვრებაშიც ავტოჰოლიკი გახლდათ. მას საკამოდ დიდი კოლექცია ჰქონდა. მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილებში კი ეს 1973 წელს გამოსული Porsche 911 Carrera RS 2.7 ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ. ახლა ეს მოდელი აუქციონზე გადის.
ეს 911 თავისი დამსახურებითა და მნიშვნელობით ძალზე ღირებული და იშვიათი ავტომობილია. 1973 წელს ეს ყველაზე სწრაფი გერმანული ავტომობილი იყო პლანეტაზე. ის 2.7-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 210 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ-ს შეადგენდა.
Porsche-ს ლეგენდარული მოდელისა და Le Mans-ის რისხვის - 917-ის - შთაგონებით შექმნილი მოდელი 1 580 ეგზემპლარად არსებობს. ეს იყო თავის სახეობაში პირველი ავტომობილი, რომელსაც „სპოილერები“ ჰქონდა“ და 0-დან 100-მდე აჩქარება 6.3 წამში შეეძლო. შესაძლოა ეს დრო დღეს დიდად არ ბრწყინავს, მაგრად ამ დაგავიწყდეთ, რომ საუბარი 1970-იან წლებში გამოშვეულ ავტომობილზე გვაქვს.
ეს კონკრეტული ავტომობილი, პოლ უოკერის მფლობელობაში ყოფნის გამო, თავის ღირებულებაზე მეტად უნდა შეფასდეს. Tonight Show-ს 2011 წლის გამოშვებაში ჯეი ლენომ მსახიობს „ნამდვილი ავტომოყვარულიც უწოდა“. ამ ეპიზოდში მსახიობი სწორედ ამ მანქანის შეძენაზე საუბრობდა.
მანქანა Mecum-ის Monterey-ის ღონისძიებაზე გავა. მისი საწყისი ფასი 1 000 000$ იქნება. დიახ, საწყისი. შესაძლოა ეს 93 774 კმ-იანი გარბენის მქონე მანქანისთვის ბევრი მოგეჩვენოთ, თუმცა, ეს ავტომობილი თავის ღირებულებას არასდროს დაკარგავს.
შეიძენდით ამ Porsche-ს ამ ფასად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.