DeepRoute-ს მანქანა ჩინური ქალაქის ქაოსში მძღოლის გარეშე გადაადგილდება
ბოლო დროს ავტონომურად მართვადი ავტომობილების ტესტირებები გახშირდა. სან ფრანცისკოს ქუჩებში დამოუკიდებლად მართვადი ტაქსები უკვე დადის. ახლა კი DeepRoute.ai-ის ვიდეო გავრცელდა, რომელიც მართვის მეოთხე დონის სისტემით არის აღჭურვილი. უმძღოლო პროტოტიპი, ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში, საკმაოდ დატვირთულ გზებზე გადაადგილდება. ის აჩვენებს, თუ რამდენად მზად არის რეალურ ცხოვრებაში გზებზე განვითარებული შესაძლო სცენარებისთვის.
ვიდეოში 22-კილომეტრიანია მონაკვეთია, რომელსაც ავტომობილი ერთ საათზე ნაკლებ დროში ფარავს. ეს ავტომობილის პირველი ლეგალური ტესტირება იყო, რომელსაც მძღოლი არ მართავდა. ავტომობილი 17.5-მილიონიან ქალაქში გადაადგილდებოდა, რაც გზის დატვირთულობაზეც ჩანს.
საკმაოდ საინტერესო სანახავია ის, თუ როგორ უმკლავდება ავტონომურად მართვადი ტექნოლოგია ისეთ რთულ სიტუაციებს, როგორიც ზოლის ცვლილება, ქვეითების სახიფათოდ გადაადგილება, ველოსიპედისტების არასწორი გადაწყვეტილებები და წითელ შუქზე გზის გადაკვეთაა. ყველა ეს სიტუაცია ავტონომური სისტემისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა. აღნსანიშნია, რომ ამ ქალაქში ადამიანები უმდენად ბევრ წესს არღვევდნენ, რომ მანქანაში ჯდომა მგზავრისთვისაც სტრესული იქნებოდა. ამიტომ, ტესტირების სირთულეს ხაზი აუცილებლად უნდა გავუსვათ.
ამ ავტომობილის ჭკვიანურ სისტემას არამხოლოდ შუქნიშნის ცნობა, საგზაო ნიშანების წაკითხვა და გზის ზოლების აღქმა, არამედ ზოლების შეცვლა, მოძრავის ობიექტების შემდგომი მოქმედების განსაზღვრა და ხედვის არეალის მიღმა არსებული ობიექტების დაფიქსირება შეუძლია.
ეს ყველა ოპერაცია 8 კამერის და უამრავი სენსორის დახმარებით ხდება. DeepRoute.ai Driver 2.0-ის ერთ სისტემას ავტომწარმოებლებს 3 000$-ად მიჰყიდის. კომპანია აცხადებს, რომ სისტემა საწარმოოდ გამზადებულია. ამ ტექნოლოოგით პირველი მოდელების მასობრივად წარმოება 2025 წელს უნდა დაიწყოს.