Manhart MH3 GTR-ი BMW M3 Competition-ის ცხენის ძალებს 641-მდე ზრდის
ავტომობილს კარბონის დეტალებიც აქვს დამატებული.
გერმანულმა ტიუნინგ ატელიე Manhart-მა ამჯერად BMW M3 Competition-ის გაუმჯობესება გადაწყვიტა და MH3 GTR შექმნა. ატელიემ სწრაფი სედანის აგრეგატი, დაკიდების სისტემა და სტილი გააუმჯობესა.
MH3 GTR-ს ისევ S58 3.0-ლიტრიანი ტვინ ტურბო ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს. ცხენის ძალები 641-ამდე, მაბრუნი მომენტი კი 800-მდე გაიზარდა. ქარხნულ ვერსიას 503 ცხენის ძალა და 650ნმ აქვს.
Manhart-მა გამოსაბოლქვი სისტემის განახლებაზეც იმუშავა. სტანდარტული აღჭურვილობა უჟანგავი ფოლადისგანაა. უკან მაყუჩის 100-მილიმეტრიანი დიამეტრის მქონე 4 მილი გამოდის. Manhart-ი კარბონით ან კერამიკით დაფარულ მილებსაც გვთავაზობს.
MH3 GTR გზას უკეთესად უნდა გაუმკლავდეს, ვიდრე M3 Competition-ი. კლიენტს შეუძლია Manhart-ის ამორტიზატორები ან H&R-ის დამადაბლებელი ზამბარები აირჩიოს.
Manhart-მა ქარხნული მუხრუჭები ხელუხლებელი დატოვა. თუმცა, თუ მყიდველი გაუმჯობესებას გადაწყვეტს, Manhart-ი უარს არ იტყვის.
გერმანულმა ატელიემ ცვლილებები სტილშიც შეიტანა. ავტომობილი მუქ ნაცრისფერშია და მას შედარებით ღია ნაცრისფერი აქცენტები აქვს. კარბონის დეტალები დიფუზორს, უკანა ფრთას და გვერდითა საფარებს დაუმატეს.
დისკები შავ ფერშია, თუმცა, Manhart-ი ფერს კლიენტის სურვილის მიხედვით შეცვლის.
ინტერიერში ერთადერთი ცვლილება Recaro-ს სავარძლებია. თავის დასადებზე Manhart-ის ლოგოა დატანილი.
Manhart MH3 GTR-ის ფასი ჯერ არ გაუმხელია. 2023 წლის უკანაწამყვანი M3 Competition-ის ფასი $77,695-ია. ოთხივეწამყვანი ვერსია $81,795 ღირს.