Aa
Aa

BMW Z4-ის დიდი დაბრუნება

სამი წლის წინ BMW Z4-ის წარმოება შეწყდა და ამ მოდელის მოყვარულებს ეშინოდათ, რომ ეს პატარა და მხიარული ავტომობილი არასდროს დაბრუნდებოდა. საბედნიეროდ, ისინი შეცდნენ. BMW Z4 დაბრუნდა! ის ისეთივე პატარა და სამართავად მხიარულია, როგორიც ადრე იყო. ახლა ის ამ ყველაფერთად ერთად კომფორტულიცაა.

მცირე ზომის სპორტული ავტომობილის ტარება შეუდარებელი გასართობია. როცა ამ მცირე ზომას კომფორტიც ემატება, სიცოცხლე უფრო მშვენიერია.

2019 წლის BMW Z4 sDrive 30i გარემოსთან საოცრად ადაპტირებულია. ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე 4-ცილინდრიანი ძრავით იმართება, რომელიც 255 ცხენისძალას აწარმოებს. საწყენია, რომ მას მექანიკური გადაცემათა კოლოფი არ აქვს, თუმცა 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მძღოლს სიჩქარეების სრულ კონტროლს სთავაზობს. 

2020 წელს Z4-ის 6-ცილინდრიანი მოდელი გამოვა. 382-ცხენისძალიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა მანქანას მეტ ხალისს შემატებს.

2019 Z4-ის დადებითი მხარე მისი ახალი მოსახერხებელი სავარძლებია. ინტერიერი ჭკვიანურადაა მოწყობილი, დახვეწილად განლაგებული დეტალებით. შედარებით პრობლემურია ინფორმაციულ-გასართობი სისტემა. BMW-ს iDrive-ს არ აქვს Android Auto-ს მენიუ და Apple CarPlay გამოწერას მოითხოვს. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში სენსორული ეკრანი გამოუყენებელი რჩება.

Z4-ს დიდი საბარგული აქვს, რომელიც ადვილად დაიტევს სამ ან მეტ სამგზავრო ჩანთას. ეს ტევადობა უფრო საშუალო ზომის სედანებს შეეფერება, ვიდრე პატარა სპორტქარს. საბარგულის სიდიდეს დაკეცვადი სახურავი განაპირობებს.(საბარგულის ტევადობაზე დაკეცვად სახურავზეა დამოკიდებული)

Z4-ის ორმაგი კარი დამატებით შესანახ ადგილს ქმნის. სავარძლების უკან სივრცე ისეა დატოვებული, რომ მათ წინ და უკან მოძრაობა შეუძლია. სწორედ ამიტომაა ახალი BMW Z4 მოსახერხებელი და კომფორტულიც.

არც თუ ისე ბევრი ავტომობილია, რომელსაც Z4-ს შევადარებთ. მათ შორისაა Porsche 718 Boxster და Audi TT Roadster. „პორშე“ ბევრად ძვირია, ვიდრე Z4. „აუდი“ შედარებით იაფია და მონაცემებით Z4-თან უფრო ახლოს დგას. ყველაზე ახლოსაა Toyota Supra, რომელსაც მსგავსი პლატფორმა აქვს, მაგრამ გაყიდვაში 2020-წლამდე არ გამოვა და ასეთი მდიდრულიც ვერ იქნება.

Z4-ის მთავარი დადებითი მხარე მისი კომფორტულობა და პრაქტიკულობა სულაც არაა. მთავარია მისი მართვის ხარისხი. Z4 დადის გლუვად, მოქნილად და მიმზიდველად. მართვის ხარისხით ის შეგვიძლია Mazda MX-5-ს შევადაროთ, მაგრამ ეს მოდელიც კი Z4-ს ბევრად ჩამოუვარდება.

ზაფხულში თავისუფალ გზებზე სატარებლად Z4-ს ცოტა რამ თუ შეედრება. მას ბედნიერება მოაქვს. გარდა ამისა, ის ყოველდღიურობისთვისაც გამოსადეგია.

მისი ფასი $49,700 -დან იწყება და ნამდვილად ამართლებს მის ღირებულებას.

 

მსგავსი სიახლეები