Aa Aa
22 აგვისტო 2022  |  11:09

Cosworth-ის 2.4-ლიტრიანი V8 ძრავა F1-ისთვის, რომელმაც უნდა იცოცხლოს

Formula 1-ის ძრავების მსგავსი ნამდვილად არაფერია. მათი ფლობა ავტომოყვარულების ოცნებაა. ახლა კი იღბლიან ენთუზიასთებს ერთ-ერთი ასეთი აგრეგატის შეძენის შანსი ეძლევათ.

ალბათ, ყველამ ვიცით, რომ F1-ის 2022 წლის ბოლიდები 1.6-ლიტრიანი ტურბინიანი V6 ძრავებით არის აღჭურვილი. ეს აგრეგატები საკმაოდ დიდი სიმძლავრით გამოირჩევა, თუმცა, გულშემატკივრებს ისე ვერ ააღელვებს, როგორც V8, V10 და V12 ძრავები. სურათზე სწორედ F1-ისთვის შექმნილი 2.4-ლიტრიანი V8-ა გამოსახული, რომელიც Cosworth-მა შექმნა. მას ისეთი გუნდები იყენებდა, როგორიც Minardi, Red Bull-ი, Toro Rosso, Williams-ი, Lotus-ი, HRT-ი, Virgin-ი და Marussia-ა.




ეს ძრავები ალუმინის ბლოკით იყო დამზადებული და 39.8 მმ-იანი დგუშის ტაქტი ჰქონდა. საწვის შეფრქვევა მრავალწერტილოვანი ელექტრო ინჟექტორებით ხორციელდებოდა. პიკურ მდგომაორებაში ეს ძრავა 915 ცხენის ძალასა და 407 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა.

ეს V8 ახლა Collecting Cars-ის აუქციონზეა გასაყიდად გამოტანილი. განცხადებას ძრავის დეტალები არ აქვს დართული. შესაბამისად, არ ვიცით მისი სარბოლო ისტორიაც. გაურკვეველია აგრეგატის შიგნეულობაც. შესაძლოა მას დგუშები საერთოდ არ ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, Cosworth-ის ამ ქმნილების გამოყენება შესაძლოა მხოლოდ საჩვენებლად გამოდგეს. არსებობს ალბათობაც, რომ გიჟმა მოყვარულმა ეს აგრეგატი აამუშაოს კიდეც. ამისთვის მას ორიგინალი ECU (ძრავის კომპიუტერი) დასჭირდება.

გაზიარება: