Dodge Charger SRT Concept, Hellcat
Aa
Aa

Dodge Charger-ის ელეექტრო მომავალი - ახალი Daytona SRT აქაა!

„ამერიკული კუნთების“ ელექტრო მომავლის შესახებ ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გამცნეთ. ამ ინფორმაციას ჩვენი მკითხველის უმეტესობა უარყოფითად შეხვდა. როგორც ჩანს, ქართველებს, ისევე როგორც უცხოელ ავტომოყვარულებს, შიგაწვისძრავიან ავტომობილებს არაფერი გვირჩევნია. ასეთი ადამიანებისთვის სამწუხაროდ, ახლა Dodge Charger Daytona SRT Concept-ი გამოვიდა. ეს ელექტრო „ამერიკული კუნთებია“, რომლის სერიული წარმოებაც მალე დაიწყება.

Dodge-ის სიჩქარის კვირის ღონისძიებაზე გასაჯაროებული Dodge Charger Daytona SRT Concept-ი მწარმოებლის არც ერთ მოდელს ჰგავს. ის ელექტრო ძალოვან აგრეგატს მალავს, რომელსაც Banshee-ს უწოდებენ. მწარმოებელი ამბობს, რომ ეს აგრეგატი იმავე სიმძლავრის იქნება, რასაც Hemi-ის, Hellcat-ისა და Redeye-ს ძრავები გამოიმუშავებს.



სამწუხაროდ, Dodge-ს ზუსტად არ უთქვამს რა რაოდენობის სიმძლავრე ექნება Banshee-ს. ერთადერთი რაც ვიცით ისაა, რომ სისტემა 800-ვოლტიანი იქნება და SRT Hellcat-ის წარმადობას არ ჩამორჩება. კომპანიის მწარმოებლები ამბობენ იმასაც, რომ ეს EV-ი გზაზე უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე მისი ხმაურიანი წინაპრები. ეს ყველაფერი კი უდავოდ იმის დამსახურებაა, რომ მოდელს სრულად ამძრავი სისტემა სტანდარტულად ექნება.

Dodge Charger Daytona SRT Concept-ი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის eRupt-ის სახელით ცნობილ მრავალსიჩქარიან ტრანსმისიას იყენებს, რომელსაც ელექტრომექანიკური გადართვის ფუნქცია აქვს. ეს საშუალებას იძლევა, რომ „ამერიკული კუნთების“ მოყვარულები მანქანის მართვაში უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი.




Stellantis-ი გვპირდება, რომ ამ ავტომობილის ხმა შოკში ჩაგვაგდებს. ეს Fratzonic Chambered Exhaust სისტემის დამსახურება იქნება, რომელიც Hellcat-ის მსგავსს, 126-დეციბელიან ხმას უშვებს. ეს სისტემა ხმის გამაძლიერებლისგან და სამუშაო კამერისგან შედგება.

ამ ავტომობილს დიზაინიც გამოარჩევს, რომელიც არც ერთ ელექტრომობილს ჰგავს. ნაცვლად იმისა, რომ Dodge-ს ახალი, ფუტურისტული დიზაინის ავტომობილი შეექმნა მათ საკულტო Charger Daytona-ს სტილი დატოვეს. ეს ავტომოყვარულებისთვის ძალზედ კარგი ამბავია.



დიზაინში ცენტრალური დეტალი R-Wing-ია, რომელიც მანქანის წინა ნაწილს ამშვენებს. R-Wing-ი ჰაერს მანქანის წინა ნაწილში ატარებს. მისი მეშვეობის ავტომობილზე მიმჭერი ძალა იზრდება. მომხიბვლელია მოდელის ცხვირიც, რომელიც ცხაურის გარშემო განათებულია. ავტომობილს Fratzog-ის განათებული ემბლემაც ამშვენებს, რაც ბოლოს Dodge-ს მოდელებს 60-70-იან წლებში ჰქონდა.

დამაინტრიგებელია ინტერიერიც. სალონში მძღოლისკენ მიმართული 12.3-დუიმიანი მულტიმედიის სისტემა და 16-დუიმიანი მაჩვენებელთა დაფა გვაქვს. საქარე მინაზე გადაადგილებისას საჭირო ინფორმაციები იქნება გამოტანილი. ხოლო კოკპიტს ზოლად უჩვეულო სტილის განათება ამშვენებს. რამდენად ორგანულია ამ ავტომობილის სალონი საკამათო თემაა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მძღოლი ამ მანქანაში არ მოიწყენს.

Dodge Charger Daytona SRT Concept-ის საწარმოო ვერსია 2024 წელს გამოვა. წარმოებაც ამავე წელს დაიწყება. მზად ხართ ელექტრო „ამერიკული კუნთებისთვის?“

მსგავსი სიახლეები