BMW, სუპერქარი
Aa
Aa

BMW-ს თქმით, ახალ სუპერქარზე სულ ფიქრობს

BMW M-ს ხელმძღვანელი ახალ სუპერქარზე ფიქრობს.

BMW M1 სუპერქარს ღირსეული შთამომავალი ამ დრომდე არ ჰყავს. 1990-იანებში ჯორჯეტო ჯუჯაროს დიზაინით შექმნილი BMW Nazca C2 კარგი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ კომპანიამ მის მასობრივ წარმოებაზე უარი თქვა. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ  შუაძრავიანი i8 ჰიბრიდი M1-ის სულიერი მემკვიდრეა, თუმცა, ეს საკამათოა.

BMW Vision M Next ჰიბრიდული სუპერქარის კონცეპტი ბავარიულმა ავტომწარმოებელმა 2019 წელს წარმოგვიდგინა და მის წარმოებას დაგვპირდა, თუმცა, ჯერ არაფერი ჩანს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ BMW სუპერქარის წარმოებაზე საერთოდ არ ფიქრობს. BMW M-ის ხელმძღვანელმა ფრენკ ვან მეელმა ამ თემაზე ისაუბრა:

„როგორც ავტომოყვარულები, ასეთი ავტომობილის აწყობაზე ვოცნებობთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ავაწყობთ, მაგრამ რაღაც იდეებს ვეძებთ. ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, თუ როგორი უნდა იყოს.

Vision M Next კონცეპტი ალბათ იმიტომ ვერ მოხვდა წარმოებაში, რომ ბრენდმა XM-ზე ფოკუსირება გადაწყვიტა. ვან მეელმა ისიც თქვა, რომ BMW M-ს იმის დამტკიცება არ სჭირდება, რომ სპორტული კომპანიაა და მათთვის სუპერქარის გამოშვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა.

„მთავარი არ არის, მაგრამ გულის სიღრმეში ის მაღალი პრიორიტეტია და ამაზე ყოველთვის ვფიქრობთ“, - შეაჯამა ვან მეელმა.

BMW XM ბრენდის მომავალია და გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამ მოდელის ხილვას მოუთმენლად ველით. თუმცა, იმის ცოდნაც საინტერესოა, რომ BMW M-ს სუპერქარის წარმოებისთვის კარს ღიას ტოვებს.

მსგავსი სიახლეები