V12, Vantage
Aa
Aa

2023 წლის Aston Martin V12 Vantage Roadster-ს 690 ცხენის ძალა აქვს

სულ 249 ეგზემპლარი გამოვა და უკვე ყველა ეგზემპლარი გაყიდულია.

Aston Martin-ის ისტორიაში კომპანიას არაერთი უსახურავო V12-ძრავიანი ავტომობილი გამოუშვია. თუმცა, ეს რაღაც ახალია. ეს Vantage Roadster-ია და მას V12 ძრავა აქვს. გაიცანით, 2023 Aston Martin V12 Vantage Roadster.

მას 5.2-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს. იგივე, რაც სახურავიან V12 Vantage-ს. თანაც, როდსტერად გარდაქმნის პროცესში ცხენის ძალებიც არ დაუკარგავს. ავტომობილს 690 ცხენის ძალა და 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს. 0-100კმ/სთ-მდე 3.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 322კმ/სთ.

რით განსხვავდება სტანდარტული Vantage-სგან გარდა იმისა, რომ სახურავი არ აქვს? Aston Martin-ი დეტალებს არ გვიმხელს, თუმცა, თვალითაც შესამჩნევია, რომ როდსტერს უკანა ფრთა არ აქვს. კლიენტის სურვილის შემთხვევაში, ფრთის დამატება შესაძლებელია.

კორპუსის პანელები კარბონისაა. უკანა ბამპერის საფარი მსუბუქწონიანი კომპოზიტური მასალისაა. როდსტერს კერამიკული მუხრუჭები აქვს. დისკები 21-იანია, საბურავები - Michelin Pilot Sport 4S.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ V12 Vantage Roadster-ს იგივე პოტენცია და დინამიკა ჰქონოდა, რაც V12 Vantage კუპეს აქვს. უფრო მეტი ძალით, ვიდრე ნებისმიერ Vantage როდსტერს და განახლებული დაკიდების სისტემით, ეს მოდელი ენთუზიასტებისთვის გასაოცარია“, - ამბობს Aston Martin-ის ტექნიკური ხელმძღვანელი ორბერტი ფედელი.

ეს ავტომობილი სულ 249 ეგზემპლარად გამოვა და მისი შეძენა ყველაზე მდიდარი ადამიანებისთვისაც კი რთული იქნება, რადგან ყველა მათგანი უკვე გაყიდულია. კლიენტებისთვის მიწოდება შემოდგომაზე დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები