GT500, Code Red, მასლქარი
Aa
Aa

Shelby American-ის შეზღუდული გამოშვების GT500 Code Red-ს 1300 ცხენის ძალა აქვს

როგორც იქნა, Shelby EXP წარმოებაში ჩაეშვა, თუმცა, ის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოვა.

Shelby American-მა EXP-ის საწარმოო ვერსია შექმნა და მას Shelby GT500 Code Red ჰქვია.

გარდა იმისა, რომ Code Red-ი სტანდარტული Shelby GT500-სგან ვიზუალურად განსხვავდება, მას უფრო ძლიერი 5.2-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს. ავტომობილს ტვინ ტურბოს ახალი შუალედური გამაგრილებელი, განახლებული საწვავის სისტემა, ძრავის განკარგვის სისტემა და სხვა გაუმჯობესებული დეტალები აქვს.

93 ოქტანობის საწვავზე Code Red-ს 1000 ცხენის ძალა და 1 058 ნმ აქვს. E85-ზე (85% დენატურირებული ეთანოლის / ეთილის სპირტისა და 15% ბენზინისაგან შემდგარი ალტერნატიული საწვავი ბენზინის ძრავებისათვის) - 1 300 ცხენის ძალა და 1 356ნმ.

Shelby American-მა ავტომობილს განიერკორპუსიანი შეფუთვაც დაუმატა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცაა Shelby American-მა ექსპერიმენტული GT500 Code Red-ი ააწყო. 2008 წელს Shelby-მ, Nelson's Racing Engines-თან თანამშრომლობით, ტვინ ტურბო 5.4-ლიტრიანი V8-ძრავიანი ვერსია ააწყო, მაგრამ მისი „ექსტრემალური ბუნების“ გამო მასობრივად წარმოება არ უფიქრია. Shelby-მ აღნიშნა, რომ იმ პრობლემების დიდი ნაწილი, რომლებსაც 14 წლის წინ წააწყდნენ, აღარ არსებობს.

2020-2022 წლებში გამოსული Shelby GT500-ების ეს ვერსია 30 ეგზემპლარად აიწყობა. პაკეტის ფასი $209,995-ია. თითოეულ Code Red-ს Team Shelby-ს კლუბის წევრობა მოჰყვება. ეს კლუბი ქეროლ შელბიმ 2008 წელს დააარსა.  

მსგავსი სიახლეები