მსახურმა LaFerrari სკუტერების რიგს შეაჯახა
ექსკლუზიური ჰიპერქარი მცირედით დაზიანდა, მაგრამ შეკეთება მაინც ძვირი დაჯდება.
ადამიანს ძალიან უნდა ენდობოდე, რომ საკუთარი ავტომობილის გასაღები გადასცე. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ექსკლუზიურ ჰიპერქარს ეხება. მონაკოში LaFerrari-ს მფლობელმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა კამერდინერს თავისი ძვირადღირებული ავტომობილის დაპარკინგება სთხოვა.
ვიდეოში ჩანს, როგორ აჩერებს კამერდინერი ჰიბრიდულ ჰიპერქარს ქვეითების გადასასვლელთან. თავიდან ყველაფერი კარგად მიდის. შემდეგ კაცი ავტომობილიდან გადმოდის. ძრავის ხმა ისევ ისმის და ავტომობილი აჩქარებას იწყებს.
კამერდინერი ისევ ავტომობილში ხტება და მუხრუჭებს აჭერს. მაგრამ უკვე გვიანია. Ferrari სკუტერების რიგს ეჯახება. შეჯახების მომენტში კინაღამ ადამიანსაც დაეჯახა, რომელიც ჰიპერქარს ფოტოებს უღებდა.
ამ შემთხვევას ავტომობილის მფლობელიც შეესწრო და გაცეცხლებული ყვიროდა: „იდიოტი ხარ? გადმოდი“.
კარბონის წინა სპლიტერს ნაკაწრები ემჩნევა. ნაკაწრები ბამპერზეცაა. LaFerrari-ს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, მაგრამ შეკეთებას მაინც საჭიროებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი დაჯდება.