საწვავის ავზის დაცლის გამო თვითმფრინავი პირდაპირ გზაზე დაეშვა
მძღოლები ფლორიდაში შოკირებულნი იყვნენ მას შემდეგ, რაც მცირე ზომის თვითმფრინავის გზაზე დაშვების მომსწრენი გახდნენ. როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავს საწვავი გამოელია. პილოტს ავარიული დაშვების განხორციელება პირდაპირ გზაზე მოუხდა, სამოქალაქო მანქანებში მოუწია.
პილოტი, რემი ქოლინი, არც თუ ისე უსაფრთხო დაშვებას თავის მცირე ტრავმით გადაურჩა. ის ორლანდოს ქუჩებში დაეშვა. საბედნიეროდ, სხვა არავინ დაშავებულა. ეს ყველაფერი რამდენიმე მეტრით მარცხნივ რომ მომხდარიყო ინციდენტი უფრო მძიმედ დასრულდებოდა.
ეს ვიდეო მანქანიდანაა გადაღებული, რომელში მსხდომმა ადამიანებმაც მათკენ მომართული თვითმფრინავი შორიდან შეამჩნიეს. საფრენი აპარატი ჰაერიდან უცბად მოწყდა და მარჯვენა მხარეს გადაიხარა. რამდენიმე წამში კი ასფალტს მძიმედ დაეჯახა, ინერციით ტროტუარზე ავიდა და კერძო სახლის ტერიტორიაზე შევარდა.
„საწვავის მოხმარება ვერ გავთვალე,“ - თქვა კოლინმა NBC News-თან და აღიარა, რომ შემთხვევა მისი ბრალი იყო. მან თქვა ისიც, რომ ფრენა ავიაციის ოფიცრებთან შეთანხმებით განხორციელდა. თუმცა, ავიაციის ექსპერტები NBC News-თან ინტერვიუში ამბობენ, რომ ამ ადამიანს ფრენის ლიცენზიას ჩამოართმევენ.
ასეთ მკაცრი გადაწყვეტილება აშშ-ში თვითმფრინავების ავარიული დაშვების გახშირებამ გამოიწვია. ამ ფაქტებზე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოგიყევით კიდეც. ერთ შემთხვევაში ყველა გადარჩა, თუმცა მეორე შემთხვევაში ყველაფერი ასე ბედნიერად არ დასრულებულა.