Dodge, Hellcat
Aa
Aa

სამი ბავშვი Dodge Hellcat-ების მოპარვის მცდელობისას დააკავეს

11, 12 და 14 წლის ბავშვი Stellantis-ის პარკინგზე Charger და Challenger Hellcat-ების მოპარვის მცდელობისას დააკავეს.

დეტროიტში ავტომწარმოებლებს სერიოზული პრობლემა აქვთ: ქურდობის გაზრდილი მაჩვენებელი. ავტომობილებს პირდაპირ მწარმოებლების პარკინგიდან იპარავენ. დეტროიტის პოლიციამ Stellantis-ის პარკინგზე სამი მცირეწლოვანი დააკავა, როცა Hellcat-ების მოპარვას ცდილობდნენ. მათგან ყველაზე პატარა 11 წლის იყო.

ჯეფერსონის ქარხანაში Jeep Grand Cherokee და Dodge Durango იწყობა, თუმცა, პარკინგზე Stellantis-ის ოჯახის სხვა ავტომობილებიც დგას. 11, 12 და 14 წლის ბავშვები 700-ცხენისძალიანი მასლქარების მოპარვას ცდილობდნენ.

სტატისტიკის მიხედვით, დეტროიტში ავტომობილების ქურდობა 2021 წელთან შედარებით 40%-ითაა გაზრდილი. პოლიციის ლეიტენანტის თქმით, 11 წლის ბავშვი ყველაზე მცირეწლოვანია, ვინც ავტომობილის ქურდობისთვის დაუკავებიათ. არსებობს იმის ეჭვი, რომ ბავშვებს ავტომობილების მოპარვაზე მითითებებს ზრდასრულები აძლევდნენ.

ბოლო დროს ქარხნის სადგომიდან ქურდობებზე არაერთი სტატია შემოგთავაზეთ. ივლისის ბოლოს Ford-ის სადგომიდან რამდენიმე F-150 მოიპარეს. ივნისში 12 Raptor-ი გაიტაცეს. 2021 წლის დეკემბერში კი მიჩიგანის ქარხნიდან რამდენიმე Mustang Shelby GT500 ჰოლივუდურ სტილში მოიპარეს. ქურდობის მსხვერპლი GM-იც გახდა, როცა ლენსინგის ქარხნიდან 5 Camaro წაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები