ვიდეო: Tesla Model 3 სეტყვამ გაანადგურა
სეტყვამ პანორამული სახურავი დააზიანა და ავტომობილში წყალი ჩავიდა.
ამ Tesla Model 3-ს ძალიან არ გაუმართლა. ალბერტაში, კანადაში ძლიერ სეტყვაში მოყვა და მთლიანად განადგურდა.
რას ოზბორნის Tesla Model 3 და კიდევ 70 ავტომობილი სეტყვის შტორმში აღმოჩნდა. თანაც ისე, რომ ახლოს თავის შესაფარებელიც არ იყო. შტორმი 10 წუთს გაგრძელდა.
ვიდეოს აღწერაში ოზბორნი წერს: „დიდ სეტყვაში მოვყევი, ზოგი ჩოგბურთის ბურთის ხელა იყო, ზოგიც კი გრეიპფრუტის“. ავტომობილიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ Tesla-ს მფლობელი არ აბუქებს.
როგორც ვხედავთ, საქარე მინა და პანორამული სახურავის შუშა ძლიერ დარტყმებს იღებს. საბედნიეროდ, უძლებს და მძღოლს სეტყვისგან იცავს.
ვიდეოში სალონიც ჩანს, რომელიც განადგურებულია. დაზიანებული სახურავიდან წყალი რამდენიმე ადგილას ჩადის. ყველგან შუშის ნამსხვრევებია.
რა თქმა უნდა, Tesla გარედანაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. მაშუქები, სარკეები, გვერდითა კამერები და სხვა დეტალები განადგურებულია.
ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა ეს ავტომობილი გზაზე დაბრუნებას. შესაძლოა, Tesla-ს ბატარეაც დაზიანებულიყო და, სავარაუდოდ, ამ Model 3-ს ჩამოწერა მოუწევთ.