McLaren-ის ახალი ხელმძღვანელი სუვის აწყობაზე ფიქრობს
ლაიტერსი Cayenne-ს განვითარებასა და Purosangue-ს შექმნაში მონაწილეობდა.
McLaren-ი სუვის აწყობაზე უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები დიდიხანია აწყობენ. ბრიტანულ ავტომწარმოებელს ახლა ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და ეს ფაქტი შესაძლოა შეიცვალოს.
ინდუსტრიის ვეტერანი მიხაელ ლაიტერსი McLaren Automotive-ს პირველი ივლისიდან მართავს და კარგად ხვდება, რომ სუვების ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია. თუმცა, სუვი კომპანიის დნმ-ში უნდა ჯდებოდეს.
ლაიტერსი ამ საქმისთვის შესაფერისი ადამიანია. ის Cayenne-ს განვითარებაში მონაწილეობდა. ბოლო დროს კი Purosangue-ს პროექტში Ferrari-ს ტექნიკური დირექტორის პოზიციიდან მონაწილეობდა.
„Ferrari-ში სუვის განვითარებაზე ვმუშაობდი. ასევე Porsche-ში. ასე რომ, სუვები მიყვარს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. თანაც სწრაფად იზრდება. ძალიან მიმზიდველი სეგმენტია.
McLaren-ის ხელმღვანელის თქმით, ჯერ კიდევ განხილვის საკითხია. გარდა სუვისა, სხვა მოდელებზეც ფიქრობენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სუვი მათ ხაზში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა და სხვა მოდელების მყიდველებს გადაიბირებდა.
ლაიტერსმა დაადასტურა, რომ სხვა ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობით არის დაინტერესული, მაგრამ BMW-სა და Audi-სთან მუშაობაზე ჭორები უარყო.
„პარტნიორობას ორი ასპექტი აქვს. ერთი ტექნოლოგიურია, მეორე - ფინანსური. თუ ორი ერთშია, მაშინ ეს საუკეთესოა. სწორი პარტნიორი გვჭირდება. ჩვენი დნმ უნდა შევინარჩუნოთ“.