Ford, Escort, სამეფო ოჯახი, პრინცესა დაიანა
Aa
Aa

პრინცესა დაიანას 1985 წლის Ford Escort RS-ი აუქციონზე გავა

პრინცესა დაიანას Ford Escort-ის ძალზედ უყვარდა. ის მოკრძალებული კომპაქტის რამდენიმე ეგზემპლარს ფლობდა. ერთ-ერთი კი ეს 1985 წლის Ford Escort RS Turbo Series 1 იყო, რომელიც მალე Silverstone Auctions-ზე გასაყიდად გამოვა.

პრინცესა დაიანას მესამე და საბოლოო Escort-ი სამეფო ოჯახმა მწარმოებელს პირადი მომსახურებისთვის შეუკვეთა. პრინცესას წინა „ესკორტი“ - წითელი 1.6 კაბრიოლეტი - ყურადღებას თავისი ფერით იპყრობდა. ჩვენი დღევანდელი გმირი კი უფრო განსხვავებული ვიზუალის მქონეა.



იმ პერიოდისთვის ახალი Escort RS Turbo მწარმოებელმა უნიკალურ შავ ფერში შეღება. მოდელს RS-ისთვის დამახასიათებელი ცხაურის მაგივრად სტანდარტული ცხაურა ქარხნულად ჰქონდა. დაიანას ამ მანქანის მართვისას პირადი მცველი მუდმივად დაჰყვებოდა.

RS Turbo მესამე თაობის Escort-ის საუკეთესო ვერსია იყო. როგორც სახელი მიანიშნებს, 1.6-ლიტრიან 4-ცილინდრიან ერთრიგა ძრავას ტურბინა ჰქონდა დამატებული. შედეგად, სიმძლავრე 130 ძალას აღწევდა. ეს ავტომობილი კომპანიამ სპორტული მართვისთვის გამოუშვა. მას სპორტულობა სალონშიც ეტყობოდა. მისი სამეფო საკუთრებაში ხილვა კი ნამდვილად საინტერესო შემთხვევაა.




პრინცესა დაიანას RS Turbo სადილეროში 1988 წლის მაისში დაბრუნდა, რა დროსაც ავტომობილის ოდომეტრზე 6 800 მილი (10 000 კმ) იყო გამოსახული. მას შემდეგ ამ მოდელს რამდენიმე მეპატრონე ჰყავდა. გარბენი კი 25 000 (40 000) მილამდე გაიზარდა.

აუქციონის სახლი მიახლოებით ფასს არ ასაჯაროებს. თუმცა, მეორე „ესკორტი“, რომელიც ასევე პრინცესას მფლობელობაში იყო 2021 წელს 65 000$-ად გაიყიდა.

როგორ წარმოგიდგენიათ ამ ავტომობილით პრინცესას გადაადგილება? შეიძენდით თუ არა ამ ავტომობილს თავად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები