პიკაპი, ექსპერიმენტი, Rivian, მისაბმელი
Aa
Aa

Rivian-ის მფლობელმა პიკაპი მისაბმელით პირდაპირ ზღვაში შეიყვანა

Rivian R1T გამორჩეული პიკაპი რამდენიმე მიზეზის გამოა. ის ავტოინდუსტრიაში პირველი სრულად ელექტრო პიკაპი იყო, თანაც საოცარი სისწრაფით გამოირჩეოდა. ეს ავტომობილი უგზოობაზეც უპრობლემოდ დადის. ასეთი შესაძლებლობების გამო კი R1T-ს ერთ-ერთმა მფლობელმა მანქანას უფრო მეტი მოსთხოვა. მან პიკაპზე გამობმული ნავი წყალში შეიყვანა.

„მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ R1T-ს 109 სმ სიღრმის წყალში შეეძლო გადაადგილდება ასეთი ექსპერიმენტით დავინტერესდი. მანქანას ჩემი ნავი გამოვაბი და აიდაჰოს დათვის ტბაში შევედი. ჩემი მიზანი ნავის წყალში, პირდაპირ მისაბმელიდან ჩაშვება იყო,“ - აცხადებს ავტომობილის მფლობელი. 

მის ექსპერიმენტს ჩავარდნა რამდენიმე მიზეზის გამო ემუქრებოდა. წლის ამ დროს ტბა ძალზედ დატვირთულია. ეს ნიშნავს, რომ ნავის წყალში ჩასაშვებად საჭირო ადგილი რთული სანახავი იყო. ამინდის უცაბედ ცვლილებას კი შესაძლოა ავტომობილის ან ნავის მძიმე დაზიანება მოჰყოლოდა. ელექტრო ბატარეებით აღჭურვილი Rivian-ის შეკეთების ხარჯები კოლოსალურია.


„ამ საქმისთვის, როგორც წესი, საფუძვლიანად მოფიცირებულ ავტომობილებს ან ტრაქტორებს იყენებენ. მე არც ერთი მყავს და არც მეორე. ამ მიზეზით და Rivian-ის თეორიული შანსით, მისი გამოცდა გადავწყვიტე,“ - დაამატა მფლობელმა. ეს ნავი 2004 წლის Malibu 23 LSV-ია. მხოლოდ ნავი 1 800 კგ-ს იწონის, მისაბმელის წონა კი 700 კგ-ია. ეს ნიშნავს, რომ Rivian-ი წყალში 2.5 ტონას მიათრევდა.

მანქანამ ამ ამოცანას თავი ჩინებულად გაართვა. ეს ყველაფერი ზემოთ მიბმულ ვიდეოშიც ჩანს. როგორც აღმოჩნდა, Rivian-ის შესაძლებლობები უფრო ფართოა და ის მფლობელებს იმედებს არ გაუცრუებს.

ტბაში შესვლისას მანქანა Off-Road Deep Sand-ის სპეციალურ რეჟიმში იყო. ამ რეჟიმში მას მოჭიდების პრობლემა საერთოდ არ ჰქონია. მოდელმა დავალება ისე შეასრულა თითქოს ამ საქმისთვის ყოფილიყოს შექმნილი. ფაქტია, რომ R1T-ს საოცარი რეკლამა გამოუვიდა.

გაბედავდით მსგავსი რამის გაკეთებას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები