ჰასბულამ McLaren 720S-ით გაისეირნა
Aa
Aa

ჰასბულამ McLaren 720S-ით გაისეირნა

სოციალური მედიის ვარსკვლავმა ჰასბულა მაგომედოვმა McLaren 720S-ით გაისეირნა.

19 წლის ჰასბულა ავტომობილში სიდნეის სასტუმროს წინ შენიშნეს. ჰასბულამ სურათები გამოაქვეყნა, რომლებშიც ჩანს, როგორ ზის $500 000-იანი სუპერქარის მძღოლის სავარძელში.

McLaren 720S-ით, რომელსაც ნომრებზე PERFUM აქვს, ჰასბულამ სიდნეის ქუჩებში გაისეირნა. ავტომობილის მართვაში მას მისი ესკორტის წევრი ეხმარებოდა.

McLaren 720S 4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავა აქვს, რომელიც 710 ცხენის ძალას და 770ნმ-ს გამოიმუშავებს. 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ძალას უკანა თვლებზე ანაწილებს. მაქსიმალური სიჩქარე - 348კმ/სთ. 

სიდნეიში ჩასვლისას მაგომედოვს აეროპორტში $1.2-მილიონიანი Rolls-Royce-ით დახვდნენ.

ჰასბულა პოპულარული 2020 წელს გახდა, როცა Instagram-სა და Twitter-ში ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო. ამჟამად მას Instagram-ზე 2.1 მილიონი გამომწერი ჰყავს. TikTok-ზე კი მის ვიდეოებს 4.7 მილიარდი ნახვა აქვს. ჰასბულა UFC-ის მებრძოლის ხაბიბ ნურმაგომედოვის მეგობარია, რის გამოც მას გულშემატკივრები ზედმეტსახელად „მინი ხაბიბს“ უწოდებენ.

მსგავსი სიახლეები