Toyota 86-ის მძღოლი დამტვრევას საოცრად გადაურჩა
ავსტრალიელმა მრბოლელმა, ბეილი სვინმა მანქანის დამტვრევის თავიდან აცილების საოცარი შემთხვევა შემოგვთავაზა. ვიდეო, რომელიც ქვემოთაა მიბმული, Toyota 86-ის სარბოლო ღონისძიებაზეა გადაღებული.
რბოლა Sandown Raceway-ზე ჩატარდა. ამ რთულ ეპიზოდში სვინი მეხუთე პოზიციისთვის იბრძოდა. ეს ბოლო წრე გახლდათ.
ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ გადადის სვინი ტრეკის მარცხენა ნაწილში. ასე მან გზა მის უკან მომავალ მრბოლელს დაუბლოკა. ამ მომენტში მისი მანქანა უკანა ნაწილით სწორედ მის კონკურენტს შეეხო. სვინის 86 მაშინვე მოწყდა და მთელი სიჩქარით ბეტონის გამყოფი ბარიერისკენ წავიდა.
თუმცა, სვინიმ შეძლო და თავისი Toyota დამტვრევას მაინც გადაარჩინა. მან მუხრუჭების გამოყენება მყისიერად გადაწყვიტა. 86-ს ასე მოჭიდება დაუბრუნდა, რის შემდეგაც მრბოლელმა J-ის ტრაექტორიის მოხვევა შეძლო. ამ საოცარი მანევრის შემდეგ ის გზას სწორი მიმართულებით დაუბრუნდა და რბოლა გააგრძელა. მან გასაოცრად მოახერხა ის, რომ ამ ეპიზოდში მის უკან მომავალი მანქანები მან არ შეასკდნენ.
რა თქმა უნდა, იღბალმაც თავისი როლი ითამაშა. თუმცა, ასეთ რთულ ეპიზოდში შესაბამისი უნარების გარეშე ავარიის თავიდან აცილება წარმოუდგენელია.
სამწუხაროდ, ამ მოულოდნელი ეპიზოდის გამო სვინი მეთორმეტე პოზიციაზე აღმოჩნდა. თუმცა, ამ მომენტის შემდეგ მან ერთი ავტომობილის გადასწრება მაინც მოახერხა და რბოლა მე-11 ადგილზე დაასრულა.