უარესი აღარ შეიძლება - Mercedes S63 Brabus Maybach V12
ჩვენს პლატფორმაზე საშინლად მოდიფიცირებულ ავტომობილებზე ხშირად დაგვიწერია. თუმცა, მათგან არც ერთი ყოფილა იმ ავტომობილზე უარესი, რომელზეც ამ სტატიაში უნდა მოგითხროთ.
სურათზე და ვიდეოში თქვენ Mecedes S-Class-ს ხედავთ. როგორც ჩანს, ამ ადამიანს მდიდრული კლასის სედანები მოსწონს, თუმცა ავტომობილებში საერთოდ ვერ ერკვევა და თან გემოვნებითაც ვერ დაიკვეხნის.
ეს ავტომობილი ქუჩებში Tiktok-ის პლატფორმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დააფიქსირა. ეს მანქანა, ყველა ბედნიერებასთან ერთად, ყველა ადამიანს შეურაცხყოფასაც აყენებს.
არც კი ვიცით, საიდან დავიწყოთ. მანქანას ცხაურაზე “S MAY BACH” წარწერა და მსოფლიოში ყველაზე უშნო სამქიმიანი ვარსკვლავი აქვს გამოსახული. ის Maybach-ის ორნამენტთან და AMG-ის ემბლემასთან არის შეზავებული.
ეს ყველაფერი არ არის. კორპუსზე მანქანას უამრავი სხვა წარწერა აქვს: V12, 900, 6.3, AMG, S63, Brabus, Rocket 900 და ა.შ. როგორც ჩანს ამ ადამიანს, AMG-იც ჰყავს, Brabus-იც და Maybach-იც. შეძლებული ადამიანები კი ამ მოდელებს ცალ-ცალკე ყიდულობდნენ! ოჰ, რა ტალანტი იკარგება...
სიგიჟე აქ არ სრულდება. საწყალი S-Class-ი ქრომის უამრავი არაქარხნული ნაწილით არის აღჭურვილი. მოდელს დამატებით დიდი ზომის სპორტული დისკები აქვს დამატებული, რომელსაც ყვითელი და მწვანე აქცენტები აქვს. ყველაზე საოცარი კი არც მეტი, არც ნაკლები 12 მაყუჩია! Brabus Maybach AMG-ს ძრავას 12 მილი გამოსაბოლქვი მილი სჭირდება. უკან ოთხმაგი მაყუჩებია, ხოლო დანარჩენი გვერდებზეა განლაგებული.
ყველაზე საინტერესო მანქანის ნომერია. ალბათ, ამ ადამიანს გზად უამრავი მძღოლი დასცინის, რის გამოც სანომრე ნიშანი შეცვალა და “Fack off” დააწერა. ეს ინგლისურ ენაზე გინებაა, რაც არასწორად წერია.
მარტივად - ფულით გემოვნებას და კლასს ვერ ვიყიდით.