Hamann-მა BMW X5 M Competition-ი წითელ ეშმაკად აქცია
BMW X5 M-ი მალე უნდა განახლდეს. თუმცა, მათ, ვისაც მიმდინარე მოდელის პიკანტური ვერსიის შეძენა სურს შეუძლია, რომ გერმანულ „ტუნინგ“ ატელიეს, Hamann GmbH-ს ეწვიოს. წარმადობაზე ორიენტირებულ SUV-ის ვიზუალური ცვლილებებიც გამოარჩევს. მანქანა კაშკაშა წითელ ფერშია შეღებილი და ყურადღებას ნებისმიერ ადგილას გამოჩენისას მიიპყრობს. ამ მანქანის ზედმეტსახელი „The Big Red” გახლავთ.
Hamann-ის ჩაცმულობა წინ გამოკვეთილ ტუჩს და მახვილი დიზაინის შემშვებ არხებს აერთიანებს. ბამპერის ასეთი დიზაინი SUV-ის მიწასთან აახლოებს. იმავე დიზაინის დეტალები მანქანას გვერდებზეც აქვს. უკანა მხარეს კი უზარმაზარი დიფუზორი, დამატებითი ფრთა და კარბონისგან დამზადებული არასტანდარტული ზომის მაყუჩები გამოარჩევს.
ეს ავტომობილი M Toronto Red Metallic-ის ფერის გარდა, ყურადღებას თავისი დისკებითაც იპყრობს. მრავალქიმიანი 23-იანი დისკი Anniversary Evo-ს მიერაა დამზადებული. შიდა მხარე წითლადაა შეღებილი, ხოლო სხივები შავი ფერისაა. ხელოვნების ამ ნიმუშზე Continental Sport Contact 7-ის საბურავებია გადაკრული, რომელიც ზომაც 315/25R23-ია. საბურავების ასეთი ზომა მანქანას მანევრულობაში ეხმარება. ამ მახასიათებლის დასახვეწად Hamman-მა ამორტიზატორები წინ 40 მმ-ით, ხოლო უკან 35 მმ-ით დაადაბლა.
სალონში Hamann-ის სახასიათო ნიშანი და წითელი აქცენტები შეგხვდებათ. საჭეზე კომპანიის ლოგოა გამოსახული, რითაც ხვდებით, რომ BMW-ს ქარხნულ მოდელს არ მართავთ. ამ ავტომობილში განსხვავებულია სატერფულები, ფეხის მისადები, ხალიჩები და ინტერიერის განათებებიც.
Manhart-ისა და G-Power-ისგან განსხვავებით, Hamann-ი SUV-ის ძალოვან აგრეგატს არ შეხებია. ეს ნიშნავს, რომ ეს X5 Competition-ი თავისი 4.4-ლიტრიანი V8 ძრავით 617 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ეს 2.4-ტონიანი SUV-ი 0-100-მდე 3.7 წამში აჩქარდეს.
შეიძენდით Hamann-ის ამ ქმნილებას? გირჩევნიათ თუ არა ის ქარხნულ ვერსიას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.