2023 წლის Nissan Rouge-ს Midnight Edition-ი დაემატა და ფასიც მოემატა
შავი ფერის მოყვარულთათვის Nissan-ს კარგი ახალი ამბავი აქვს.
2023 წლისთვის Nissan Rouge მუქდება. ხაზს ახალი Midnight Edition პაკეტი ემატება. პაკეტი Rogue SV-ს ერგება და $1,535 ღირს. ამ პაკეტის წყალობით ცხაურას ბზინვარება ემატება, ემბლემები და სარკეები შავდება. გარდა ამისა, შავდება დიფუზორიც და 18-იანი დისკებიც.
ინტერიერში მინიმალური ცვლილებებია შეტანილი. Nissan-ის თქმით, სალონში TailorFit-ის ტყავი იქნება გამოყენებული. რახან Rouge SV-ზეა დაფუძნებული, ამ ვერსიას მძღოლის 8-გვარად ადაპტირებადი სავარძელი, 6-დინამიკიანი აუდიო სისტემა და ორზონიანი კლიმატ კონტროლიც ექნება. 8-იჩნიანი მულტიმედია ეკრანი Android Auto-სა და Apple CarPlay-ის მხარდაჭერით იქნება.
კაპოტის ქვეშ 1.5-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავაა, რომელიც 201 ცხენის ძალას და 305ნმ-ს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი Xtronic-ის CVT-ია.
ძრავა იგივე დარჩა, თუმცა, 2023 წლის Rouge-ს ფასები გაიზარდა. საბაზისო მოდელის ფასი $27,360-ია, რაც $210-ით მეტია, ვიდრე წინა წლის მოდელის ფასი.