კვლევა, ელექტრომობილი
Aa
Aa

ელექტრომობილების ავარიები უფრო ძვირადღირებული და რთულად პროგნოზირებადია

ფრანგული სადაზღვევო კომპანია AXA ელექტრომობილების საგზაო შემთხვევების სპეციფიკას იკვლევდა. კომპანიამ 2022 წელს შვეიცარიაში სპეციალური ტესტებიც მოაწყო. AXA-მ კვლევებით დაადგინა, რომ ელექტრომობილების ავარიები უფრო ძვირადღირებული, ხოლო მგზავრებისთვის უფრო სახიფათო იყო. მათ თქვეს, რომ ეს ფაქტორები EV-ების აქილევსის ქუსლია.

„ჩვენ, სადაზღვევო კომპანიებმა და მეორეს მხრივ მომხმარებლებმა ახალი რისკები სწორად უნდა ვმართოთ: მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო მანქანები ნაკლებ საგზაო შემთხვევებში ხვდებიან, მათი გამართვის ხარჯები ბევრად ძვირია,“ - ამბობს ნილს რაიხი, AXA-ს დირექტორი გერმანიაში.

როგორც მოგეხსენებათ, EV-ები ძვირადღირებული ტექნოლოგიებით არის დატვირთული. დაზიანების შემთხვევაში კი მათი შეკეთება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო მანქანების უმეტესობას სალონის დაცვის უახლესი ტექნოლოგია აქვს, მათ დიზაინს ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე აქვს.


მაშინ, როდესაც ავტომწარმოებლები ბატარეებს კორპუსის ქვედა უკიდურეს ნაწილში ათავსებენ, მანქანის ქვედა ნაწილში დაზიანების გამოსწორება მოულოდნელად დიდ ხარჯვებთანაა დაკავშირებული. სადაზღვევო კომპანია აღნიშნავს, რომ ცეცხლის გაჩენის რისკები, EV-ებშიც და შიგაწვისძრავიან მანქანებშიც გაზვიადებულია. სტატისტიკურად, ყოველ 10 000 შემთხვევაში ცეცხლის გაჩენის საშიშროება მხოლოდ ხუთ მანქანას უვლინდება.

არის მიზეზები, რის გამოც ელექტრომობილები ავტოსაგზაო შემთხვევებში ხშირად ხვდება. ეს მაღალი, მყისიერი მაბრუნი მომენტით არის გამოწვეული. მძღოლები EV-ების აჩქარების სატერფულს ფეხს ბოლომდე აჭერენ, სასურველზე მეტი სიმძლავრის შემდეგ კი სატერფულიდან ფეხს იღებენ. სიმძლავრის ასეთი ცვლილება კი კონტროლის დაკარგვას, მოგვიანებით კი ავარიას იწვევს.

„ელექტრო ავტომობილების უმეტესობა მაღალი მაბრუნი მომენტით ხასიათდებიან. ეს აქსელერატორზე შეხებისას თვალსაჩინოა,“ - ამბობს AXA-ს კვლევების ხელმძღვანელი. „ეს არასასურველ, არადინამიურ აჩქარებას იწვევს, რის გამო მძღოლებს კონტროლი ეკარგებათ“.

გარდა ამისა, ელექტრომობილები სიმძიმით გამორჩევა. შესაბამისად, ავარიისას მეტი ძალა მოქმედებს. ორი იდენტური ზომის მანქანა, განსხვავებული წონებით, ავარიისას სხვადასხვანაირად ზიანდება.

ეს კი ის საინტერესო ინფორმაციებია, რაც ელექტრო ავტომობილის შეძენის მსურველებმა უნდა იცოდნენ.

მსგავსი სიახლეები