Acura, Integra, მნიშვნელოვანი ავტომობილები, GS-R
Aa
Aa

მნიშვნელოვანი ავტომობილები: 1992 წლის Acura Integra GS-R-ი

Acura-ს, მდიდრულ მოდელებთან ერთად, 1986 წელს წარმადობაზე ორიენტირებული მოდელი გამოშვება ჰქონდა განზრახული. თუმცა, Honda-ს მდიდრულ საავტომობილო ხაზს Legend-ის სედანის გამოშვების შემდეგ რაღაც მაინც აკლდა.

Acura-მ Legend-თან ერთად Integra-ს გაყიდვაც დაიწყო. ის კომპაქტური სედანის და ჰეჩბეკის ვერსიებად გამოდიოდა. ამ მოდელს უფრო ხარისხიან Honda Civic-საც უწოდებდნენ. მიუხედავად ავტომობილის შარმისა, ამ მოდელმა თავისი მისია იდეალურად მაინც ვერ შეასრულა.


ეს მოცემულობა მეორე თაობის Integra-ში შეიცვალა. საზოგადოებას ის 1989 წელს უჩვენეს. კომპანიამ 1986 წელს გაცემული პირობა 1992 წელს, Integra GS-R-ით შეასრულა.

RS, LS-ისა და GS-ის ვერსიებისგან განსხვავებით, GS-R-ი საერთოდ სხვა ცხოველი იყო. იმ პერიოდისთვის Honda სწრაფ და გასართობ მანქანებს დაბალ კლასშიც უშვებდა. Acura-მ კი ეს ნიშა განავითარა და ერთი საფეხურით მაღლა ასწია.

Acura NSX-ი აშშ-ს ბაზარზე პირველი ავტომობილი იყო, რომელმაც ამერიკას VTEC-ი გააცნო. Integra და მისი GS-R ვერსიამ კი ტექნოლოგია უფრო ხელმისაწვდომი აქცია.


1.7-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი პაწაწინა აგრეგატი ტურბინით არ იყო აღჭურვილი, თუმცა მაღალი პიკური სიმძლავრით გამოირჩეოდა. მაქსიმალური სიმძლავრისთვის ძრავას წუთში მინიმუმ 7 600 ბრუნი უნდა შეესრულებინა. წითელი ხაზი კი 8 000-ზე გახლდათ. მანქანას კოლოსალური სიმძლავრე არ ჰქონდა, თუმცა, თითოეული ცხენის ძალის გამოყენება დიდ სიამოვნებასთან იყო დაკავშირებული. ეს აგრეგატი 160 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. იმ პერიოდის ატმოსფერულ ძრავებში ეს დიდი მიღწევა გახლდათ.

ამ აგრეგატის ხიბლი VTEC-ის საკულტო ჟღერადობაც იყო. ძრავის კონცეფცია ისე იყო შემუშავებული, რომ მძღოლებს ძრავის მუშაობა მაღალ ბრუნებზე უწევდათ. ეს გარკვეულწილად ტურბინიანი ავტომობილის მართვასაც ჰგავდა.

დღეს 1990-იანი წლების Integra-სგან აღარაფერი დარჩა. ამ ავტომობილის პირდაპირი მემკვიდრე Honda Civic Si-ა, რომელსაც ტურბინიანი აგრეგატი აქვს. ვისაც ტრადიციული VTEC-ი გამოუცდია ეცოდინება, რომ ამ მანქანის მართვა საოცარ შეგრძნებებთან არის დაკავშირებული - ისეთთან, რასაც თანამედროვე მანქანები ვეღარასდროს მოგვანიჭებენ.

მსგავსი სიახლეები