Aa Aa
25 ოქტომბერი 2022  |  10:50

მოტოციკლისტმა უზარმაზარ SUV-ის წინ დაუმუხრუჭა

მოტოციკლით გადაადგილება რომ სახიფათოა ეს ახალი არავისთვისაა. ხოლო მაშინ, როდესაც მოტოციკლისტები სიფრთხილეს და წინდახედულებას არ იჩენენ ყველაფერი ცუდად სრულდება. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას განვიხილავთ, რომელიც ბევრისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

ვიდეოში ნაჩვენები ინციდენტი ვაშინგტონში მოხდა. სალონის კამერით გადაღებული ვიდეო Reddit-ის პლატფორმაზე გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო მხოლოდ 9 წამიანია ყველაფერი კარგად ჩანს. თანაც, აღსანიშნია, რომ ასეთი შემთხვევები სწორედ წამებში ხდება.

კადრებში ვხედავთ, თუ როგორ ძვრება მოტოციკლისტი ორ ავტომობილს შორის. მის მარჯვნივ Lexus IS-ი მიდის, ხოლო მარცხნივ უზარმაზარი SUV-ი. ასეთი მანევრის შესრულება ზოგ ქვეყანაში თუ შტატში ლეგალურია. ვაშინგტონი კი ერთ-ერთი მათგანი არ არის. ყველაფერი დრამატულად მაშინ ვითარდება, როდესაც მოტოციკლისტი თავს დიდი მანქანისკენ ატრიალებს. ამავე დროს „ბაიკერი“ მუხრუჭებს უჭერს და საჭეს მარცხნივ მიმართავს. ასე ის SUV-ის გზას უჭრის.

რეაქციისთვის საჭირო დროის არქონის გამო, მაღალი მანქანა მოტოციკლს ეჯახება და ასფალტზე აგდებს. მანქანამ მოტოციკლსაც გადაუარა და მასზე მჯდომ ადამიანსაც. შედეგად, მოტოციკლისტს ფეხი აქვს მოტეხილი. საბედნიეროდ, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიუღია. მოტოციკლი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

„ბაიკერის“ ამგვარი ქმედების მოტივი ბუნდოვანია. SUV-ის მძღოლი ეჭვობს, რომ ამ ადამიანმა მას წინ დაუმუხრუჭა. თუ მოტოციკლისტს ეს მოტივი ამოძრავებდა, მაშინ მას გონება საკმაოდ სულელური აზრებით აქვს გამოჭედილი. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, „ბაიკერი“ ორ ავტომობილს შორის გაძრომისას დაიბნა და შემთხვევით ხელი მუხრუჭის ბერკეტს ჩაშჭიდა.

თქვენ რომელი ვერსიის გჯერათ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: