შუქნიშანი
Aa
Aa

მძღოლმა წითელზე გავლის ინოვაციურ გზას მიაგნო

ავტომობილის „წითელზე გაჩერება“ სასიამოვნო არავისთვისაა. თუმცა, იცოდით, რომ ამ უსიამოვნო სიტუაციის თავიდან არიდება ინოვაციური მეთოდითაა შესაძლებელი?

ახლახან Reddit-ის პლატფორმაზე საინტერესო ვიდეო გავრცელდა, რომელიც ავტომობილის სალონიდანაა გადაღებული. კადრებში ნაჩვენებია, თუ როგორ ოსტატურად ცდილობს Range Rover-ის მძღოლი თავი აარიდოს მანქანის წითელზე გაჩერებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონდარღვევაა სხვა მძღოლებმა შესაძლოა იგივე გაიმეორონ.

ვიდეოში ჩანს თუ როგორ ელოდება ავტომობილი შუქნიშანზე მწვანე შუქის ანთებას. უცებ მის გვერდით Range Rover-ი ჩნდება და მარჯვნივ უხვევს. ეს აშშ-ში კანონიერი მოქმედებაა. თუმცა, შემდეგ ის U-ის ტრაექტორიის მოხვევას ასრულებს და იმ გზას უერთდება, რომელსაც მწვანე შუქი უნთია. შემდეგ ის კიდევ მარჯვნივ უხვევს და გზას აგრძელებს. ამ მანევრით მან მწვანე შუქის ლოდინის დრო დაზოგა და „წითელზეც არ გაიარა“.

ამ ვიდეოს Reddit-ზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მძღოლების ნაწილმა Range Rover-ის საჭესთან მოკალათებული ადამიანი შეაქო. მათგან მხოლოდ რამდენიმემ დააფიქსირა, რომ ამ ადამიანმა გზაჯვარედინი როგორც წრე, ისე გამოიყენა. ეს კი კანონდარღვევა გახლავთ. პოლიცია ამ მომენტს რომ შესწრებოდა მძღოლს აუცილებლად დაჯარიმებდა.

თქვენ რა „ეშმაკობებს“ მიმართავთ ხოლმე? დაწერეთ თქვენი ისტორია კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები