ჯასტინ ბიბერი, Ferrari, შავი სია, 50 Cent
Aa
Aa

ცნობილი ადამიანები, რომლებიც Ferrari-ის შავ სიაში არიან

იტალიური ბრენდის ავტომობილების შესაძენად მხოლოდ ფული არ არის საკმარისი.

Ferrari-ის ფლობა დიდი ფუფუნებაა. შესაბამისად, ამ ოცნების ახდენას ყველა ვერ ახერხებს. ეს საკულტო მოდელები ძალზედ ექსკლუზიურიცაა. მაგალითისთვის, Ferrari-ის უახლესი Daytona SP3 599 ეგზემპლარად გამოვა. თითეულის ფასი კი მინიმუმ ორი მილიონი ევრო იქნება.

თუმცა, იცოდით, რომ Ferrari-ის შესაძენად მხოლოდ ფული არ არის საკმარისი? ბრენდი თავად წყვეტს ვის მიჰყიდოს ესა თუ ის ავტომობილი. იტალიურ მწარმოებელს შავი სიაც აქვს შედგენილი ისეთი ცნობილი ადამიანებისთვის, რომლებიც ახალ Ferrari-ის ვეღარასდროს შეიძენენ. ამ სტატიაში კი სწორედ ამ ადამიანებს მიმოვიხილავთ.

ჯასტინ ბიბერი



რამდენიმე წლის წინ ჯასტინ ბიბერს დაავიწყდა თუ სად გააჩერა თავისი Ferrari 458. ის თავის სპორტულ ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ამ დღის შემდეგ კი თავის ავტომობილს ორი კვირის განმავლობაში ეძებდა. ეს ამბავი მარანელოში გაიგეს და უკმაყოფილება გამოთქვეს. ამას დაემატა ისიც, რომ ბიბერს საკულტო ავტომობილების მოდიფიცირება იზიდავდა, რაც მანქანის ღირებულებას ამცირებდა. ამ მიზეზების გამო კი Ferrari-მ გადაწყვიტა, რომ ჯასტინი მათ მანქანებს ვეღარ შეიძენდა.

Ferrari ამბობს, რომ თავისი მოდელები გაცილებით შორს დგას იმ ვულგალური ხედვებისგან, რაც ჯასტინ ბიბერს ავტომობილებზე აქვს. მარანელოში ფიქრობენ, რომ ვარსკვლავი ბრენდს შეურაცხყოფს.

კურტის ჯეიმს ჯექსონი


50 Cent-ის სახელით ცნობილი რეპერი და მსახიობი Ferrari-ის შავ სიაში რამდენიმე მიზეზის გამო მოხვდა. ერთ-ერთი Instagram პოსტის ვიდეო გახლდათ, რომელშიც ის მანქანას შამპანიურით რეცხავს. კომპანია მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედება ბრენდთან სრულად შეუსაბამოა. ამ მიზეზით, 50 Cent-ი Ferrari-ის ახალ მოდელს ვეღარასდროს შეიძენს. 

ნიკოლას ქეიჯი


წარმოიდგენდით? Ferrari-ის შავ სიაში ნიკოლას ქეიჯიცაა. რატომ? მსახიობს ვალების გასასტუმრებლად Ferrari Enzo-ს გაყიდვა სასწრაფოდ მოუწია. იტალიურ კომპანია კი განაწყენდა, რომ ქეიჯმა მანქანა ღირებულებაზე ბევრად ნაკლებად გაყიდა. მარანელოში ეს დიდ უპატივცემულობადაა აღქმული.

კრის ჰარისი



„ავტოინფლუენსერს“ და ახალი Top Gear-ის თანაწამყვანს, კრის ჰარისს, Ferrari-ში იმდენად ვერ იტანენ, რომ მას კომპანიის შენობაში შესვლის უფლებაც არ აქვს. რატომ? ჰარისმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „როგორ ტრიალებს Ferrari”. ჟურნალისტმა სტატიაში აღნიშნა, რომ კომპანია დაუსრულებელ მოდელებს აწარმოებდა. ამ ბრალდებამ კი მარანელოში დიდი გაღიზიანება გამოიწვია.

ჯოუელ ტომას ზიმერმანი



2013 წელს ჯოუელ ტომას ზიმერმანმა, რომელსაც Deadmau5-ის სახელით იცნობენ, Ferrari 458 Spider-ი თავისი ხედვების შესაბამისად გააფორმა. ბრენდმა არტისტს ეს გადაწყვეტილება არ მოუწონა და მანქანის ქარხნულ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვეს. Deadmau5-მა გაფრთხილება არაფრად ჩათვალა. ეს დავა კინაღამ სასამართლომდე მივიდა.

მსგავსი სიახლეები