ჰაკერებმა მოსკოვში ყველა ტაქსი ერთ მისამართზე გამოიძახეს
რუსეთში Yandex Taxi-ის მობილური აპლიკაცია ჰაკერების სამიზნე გახდა. გასულ თვეს მოსკოვის ცენტრის ერთ მისამართზე უამრავი Taxi გამოიძახეს. შედეგად, დიდი საცობი დადგა და ტაქსისტებში უკმაყოფილება გამოიწვია. კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა Anonymous-მა აიღო.
Hackread-ის მოხსენებიდან ვიგებთ, რომ ჰაკერებმა Yandex-ის დაცვის სისტემა გატეხეს და პროგრამაში დარეგისტრირებული ყველა მანქანა ერთსა და იმავე მისამართზე გამოიძახეს. ეს ყველაფერი კუტუზოვსკის გამზირზე მოხდა, რაც მოსკოვის ცენტრიდან მოშორებითაა.
Someone hacked #YandexTaxi and ordered all available taxis to Kutuzov Prospect in Moscow
— RиssiаnMarкеt (@runews) September 1, 2022
Now there is a huge traffic jam with taxis.
It‘s like James Bond movie. pic.twitter.com/IatuAEtA2i
Yandex-ის წარმომადგენლებმა კიბერშეტევა დაადასტურეს. „პირველ სექტემბერს, დილით, Yandex Taxi-ს ჰაკერებმა შეუტია, რის გამოც სერვისზე წვდომა ჰქონდათ - ასე მათ უამრავი მძღოლი ერთ კონკრეტულ მისამართზე გამოიძახეს, რამაც ქაოსი გამოიწვია“.
ამავე ადამიანის თქმით, სიტუაცია ერთ საათზე ნაკლებ დროში მოგვარდა. თუმცა, Anonymous-ი, რომელიც IT Army of Ukraine-ს დახმარებას უწევს, ამტკიცებს, რომ საცობი სამ საათზე მეტ დროს გაგრძელდა.
გაურკვეველია, თუ რატომ იქნა არჩეული ეს გარეუბანი. როგორც ვიგებთ, ქალაქის ამ ნაწილში საცობები საკმაოდ ხშირია. სხვათა შორის, CBS News-მა წელს ერთ-ერთი მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსკოვს, საცობების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგები აქვს.