Subaru, აეროდინამიკა, საწვავის მოხმარება
Aa
Aa

ეს Subaru კუსტარული კუდით გაცილებით ნაკლებ საწვავს მოიხმარს

საწვავის მოხმარების ეფექტურობა 14%-ით გაიზარდა, მფლობელს კი დიზაინის დახვეწის გეგმები აქვს.

როდესაც Chrysler-მა 60-იანებში უზარმაზარი ფრთებით აღჭურვილი მოდელები გაასაჯაროვა, ხალხმა ამ მანქანებს ეჭვის თვალით შეხედა. Dodge Charger Daytona და Plymouth Superbird-ი გრძელი ცხვირითა და საოცრად მაღალი ფრთებით უჩვეულოდ გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, ისინი NASCAR-ის რბოლებში დომინირებდნენ. გაკვეთილი მარტივია: აეროდინამიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ეს ვერცხლისფერი Subaru Impreza სარბოლო ტრეკებს ვერ დაპყრობს. თუმცა, „სუბის“ უკანა მხარეს გაკეთებული მარტივი მოდიფიკაცია მას მოულოდნელად ეფექტურს ხდის. საუბარი საწვავის მოხმარების 13.7%-ით შემცირებაზე გვაქვს. რამდენიმე მარტივი მასალის ყიდვითა და საღამოს ფარეხში გატარებით Impreza-ს მფლობელი საწვავის ხარჯებს დაზოგავს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს მისი უპირველესი ნახელავია. იდეის კიდევ უფრო დახვეწა კი სრულად შესაძლებელია.



ეს ვიდეო Think Flight-ის "იუთუბ" არხიდანაა აღებული და როგორც სახელიდან მიხვდებით ის აეროდინამიკასთან დაკავშირებულ ვიდეოებს ქმნის. საწვავის რეკორდულად მაღალი ფასის გამო ამ ადამიანმა თავისი ტექნიკური ცოდნა ყოველდღიურად გადასაადგილებელ ავტომობილს მოარგო.

აეროდინამიკა მარტივი სამეცნიერო დარგი არ არის. მანქანებს, რომლებსაც დიდი ზომის კუდი აქვს მათ უკანა ნაწილში ტურბულენტური ჰაერი ტრიალებს. ეს ნიშნავს, რომ მანქანა ჰაერს კარგად არ ჭრის. შესაბამისად გადასაადგილებლად მეტი სიმძლავრეა საჭირო. ტურბულენტურობის შემცირება კი ნაკლები დანახარჯით გადაადგილებას გულისხმობს.

ამ აეროდინამიკური კუდის შესაქმნელად 1.5-დუიმიანი ფორებიანი მასალა იქნა გამოყენებული. პანელები ერთმანეთზე საიზოლაციო ლენტით გადააბეს. დისკებზე ხუფეფი მიაწებეს. წვეტიან კუდს ისეთი დიზაინი აქვს, რომ უკანა მაშუქები არ დაფაროს და ავტომობილით გზაზე გადაადგილება ლეგალური იყოს. გარდა ამისა, ჩანდა სანამრო ნიშანიც. მიუხედავად იმისა, რომ კონცეფციას ზურგს მეცნიერება უმაგრებდა ეს კონსტრუქცია კოსმოსური მეცნიერების დონის ნამდვილად არ იყო. თუმცა, მაინც იმუშავა.

ამ მოდიფიციკაციამდე ეს Impreza 100 კილომეტრზე 6.6 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. მოდიფიკაცის შემდეგ კი ეს მონაცემი 5.8 ლიტრზე ჩამოვიდა. სხვაობა მცირეა, მაგრამ შედეგი თვალსაჩინო. ამ კონცეფციის დახვეწა კი სავსებით შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები