ჯარიმები, პარკირება
Aa
Aa

მანქანის საქარე მინაზე პარკირების ჯარიმის ოქმის დატოვება გაუქმდა

მანქანის საქარე მინაზე პარკირების ჯარიმის ოქმის დატოვება გაუქმდა. ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით უკვე დაამტკიცა.

უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით მისამართზე და ამავდროულად მიუვა SMS შეტყობინება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ კანონში შესული ცვლილებით ტროტუარსა და ზებრა გადასასვლელზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას, ასევე იზრდება ჯარიმები პარკირების წესების დარღვევაზე, მათ შორის, საფასურის გადახდის გარეშე ავტომობილის პარკირებაზე ჯარიმა ხუთმაგდება და 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდა.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები