Ford Mustang-ის მძღოლმა მარჯვნივ ვერ მოუხვია
პონი ქარის მძღოლი შეცდომას უშვებს.
გზაჯვარედინზე მოხვევა, როგორც წესი, მძღოლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს მძღოლი კი უმარტივეს დავალებას ვერ გაუმკლავდა.
ბოლო დროს ძალიან ბევრი მოცურებული Mustang-ი ვნახეთ. უფრო მეტიც, ცოტათი მოსაბეზრებელიც კი გახდა. ამ Mustang-ის მძღოლს პრინციპში არც არაფერი უცდია. უბრალოდ მარჯვნივ ვერ მოუხვია.
Reddit-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნაცრისფერი Mustang-ი წინ უხტება ავტომობილს, რომლიდანაც ვიდეოა გადაღებული. სავარაუდოდ, მძღოლს ამ ავტომობილის მიახლოებამდე გადასწრება უნდოდა და აქსელერატორს ზედმეტად ძლიერად დააჭირა.
კარგი მძღოლისთვის ამ შეცდომის გამოსწორება რთული არ იქნებოდა. მძღოლმა მოცურებაზე მოქმედება დააგვიანა და ჯებირს შეეჯახა.
ძნელი სათქმელია ზუსტად რა დაზიანება მიიღო პონი ქარმა ამ ავარიის დროს, მაგრამ მძღოლის მხარეს წინა თვალი აშკარად ამოვარდნილია. სავარაუდოდ, დაკიდების სისტემა დაზიანდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ავტომობილის კორპუსზე.