Bugatti ახალ ერაშიც ექსკლუზიური ავტომობილების ერთგული დარჩება
ახლო მომავალში სუვს ვერ ვიხილავთ.
Bugatti-ს მეორე მოდელთან დაკავშირებით ხმები უკვე დიდი ხანია დადის და კომპანიის მაღალი თანამდებობის პირებმაც დაადასტურეს, რომ შეიძლება Chiron-სგან რაღაც განსხვავებული გამოუშვან. თუმცა, ისინი ფიქრობენ რომ ბევრი ეგზემპლარის წარმოებამ შესაძლოა კომპანიის იმიჯი დააზიანოს. უახლოეს 10 წელიწადში არც სუვის გამოშვებას აპირებენ. თუმცა, მალე შესაძლოა Chiron-ს ახალი ავტომობილი შეურთდეს.
Autocar-თან ინტერვიუში დიზაინის გუნდის ხელმძღვანელმა ახიმ ანშაიდტმა განმარტა, რომ რაოდენობაზე გათვლილი მოდელი ეტორე ბუგატის ექსკლუზიური ავტომობილების წარმოების ფილოსოფიას უნდა იზიარებდეს. რა თქმა უნდა, კლიენტებმა, რომლებსაც Chiron-ის საყიდელი თანხა აქვთ, შესაძლოა კომპანია რაოდენობაზე გათვლილი ავტომობილების გაყიდვისა და დიდი სარგებლის მიღების სურვილის გამო გააკრიტიკონ. ანშაიდტის თქმით, ექსკლუზიურობა Bugatti Rimac-ის ახალ ერაშიც დარჩება.
„ვფიქრობთ იმაზე, თუ რა მოდელი შეიძლება გახდეს მეორე ხაზი. თუმცა, რაღაც კითხვებიც გვაქვს. რა უნდა ვუყოთ ამ შესანიშნავ ლოგოს? სწორი იქნება რიცხვების გამო ამ ლოგოს გაყიდვა?“
ანშაიდტი უფრო პრაქტიკული Bugatti-ს წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ბალანსი ისედაც უკვე ექსკლუზიური მოდელის კიდევ უფრო გაიშვიათებით უნდა დაიცვან.
„თუ ეს მოხდება, მაშინ მე ვფიქრობ, რომ კომპანიის ფესვების შესანარჩუნებლად რაღაც უფრო ექსკლუზიური უნდა გამოვუშვათ. თუ ერთ მხარეს უფრო მეტი ავტომობილის წარმოებაა, მაშინ მეორე მხარეს რაღაც უფრო ექსკლუზიური უნდა იყოს“.
Bugatti-მ 99 Mistral როდსტერი და 40 მხოლოდ ტრეკისთვის განკუთვნილი Bolide უკვე გაყიდა. „ჩვეულებრივი“ Chiron-ის მარაგიც უკვე ამოწურულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში Bugatti ოთხმაგი ტურბოდარვის 8-ლირტრიანი ძრავების ჩამნაცვლებელზე იმუშავებს. ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი W16-ის ნაცვლად უფრო მცირე ზომის ჰიბრიდულ აგრეგატს შემოგვთავაზებს.