Aa
Aa

1992 წლის Mercedes-Benz 600 SEL Restomod-ს 7.6-ლიტრიანი V12 და 615 ცხენის ძალა აქვს

მას კარბონ კერამიკული მუხრუჭები და დახვეწილი სალონიც აქვს.

Renntech-მა სახელი Mercedes-Benz-ის მოდელების გაუმჯობესებით გაითქვა. როცა ეს ატელიე ამტკიცებს, რომ სრულყოფილი 1992 წლის 600SEL შექმნა, ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს. შედეგი S76R-ია და ამ სედანს ყველაზე ძლიერი V12 ატმოსფერული ძრავა აქვს, რაც კი ამ კომპანიის მოდელებს როდისმე ჰქონია.

Renntech-მა Mercedes-ის 6.0-ლიტრიანი V12 ძრავა 7.6-ლიტრიანად გადააკეთა. ცვლილებები ტიტანიუმის ბარბაცებსა და AMG-ის მანაწილებელ ლილვს მოიცავს. უფრო დიდი მოცულობის ძრავას შეფრქვევის სისტემის განახლებაც დასჭირდა. Renntech-ის უნიკალური გამოსაბოლქვი სისტემა უჟანგავი ფოლადის პოლირებული მილებით სრულდება.

ცვლილებების შედეგად, V12 ძრავა 615 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი - 953ნმ. 0-100კმ/სთ-მდე სედანი 5 წამში ნაკლებ დროში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 249კმ/სთ.

1992 წლის 600 SEL-ს ჩვეულებრივ 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. Renntech-მა ის 1996 წლის მოდელის 5-სიჩქარიანით ჩაანაცვლა.

S-Class-ს ატელიემ კარბონ-კერამიკული სამუხრუჭე დისკებიც დაუყენა. დაკიდების სისტემაში უფრო მოკლე ზამბარებია. Renntech-მა სედანს მეორე თაობის ამორტიზაციის სისტემაც დაუყენა.  

600 SEL-ი გარედან ქარხნულივით გამოიყურება. იმ განსხვავებით, რომ წინ ახალი სპლიტერია, უკან კი საბარგულზე პატარა ფრთა. 19-იან დისკებს Michelin Pilot Sport 4 S საბურავები ფარავს.

Renntech-მა სალონს თანამედროვე დეტალები დაუმატა. ახალი სავარძლები რომბის აქცენტებიანი საფარითაა შეფუთული. სალონის დიდი ნაწილი კარბონითაა დაფარული. თავის მისადებები - ალკანტარათი. უკან დიდი, საერთო სავარძელი ორი ცალკეული სავარძლითაა ჩანაცვლებული.    

Renntech-მა S76R მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ააწყო. ის ერთგვარ კონცეპტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მომავალში, სავარაუდოდ, ატელიე ამ ავტომობილს კიდევ ააწყობს. Renntech-ს ფასი არ დაუსახელებია, თუმცა, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები