JDM, Supra, Integra, NSX, Century, WRX, Lancer Evolution
Aa
Aa

სამოთხე იაპონურად - 11 საკულტო იაპონური მანქანა ერთ აუქციონზე

Bring a Trailer-ის აუქციონზე გააფთრებული ბრძოლა გაიმართება. აუქციონის სახლი მალე კლასიკურ JDM ავტომობილებს უმასპინძლებს.

11-ავტომობილიანი კოლექცია კონეკტიკუტში არსებულ სადილეროშია და ის 1990-1996 წლებში გამოშვებულ საკულტო მოდელებს მოიცავს. მათი უმეტესობა საკმაოდ იშვიათი ავტომობილია, ხოლო ყველა მათგანი წუნდაუდებელ მდგომარეობაშია.



ავტომობილების ჩამოთვლა 1990 წლის Nissan Pulsar GTi-R-ით დავიწყოთ. ეს მოდელი 21 წარმოებული მოდელიდან მე-13-ა. ამ მანქანას Nismo-ს აღმასრულებელი დირექტორი ფლობდა. მის ოდომეტრზე 4 700 კილომეტრია გამოსახული. შემდეგი 1992 წლის Mazda Autozam AZ-1-ა, რომელიც აუქციონზე 72 000 კმ-იანი გარბენით გავა. მასთან ერთად კოლექციაში საუკეთესო მოდელი - 1993 წლის Honda NSX-R-იცაა. იაპონური ბაზრისთვის სულ 483 ეგზემპლარი გამოვიდა. ამ NSX-ს 60 500 კილომეტრი აქვს გავლილი.




კოლექციის კიდევ ერთი მარგალიტი 1994 წლის Nissan Skyline R32 GT-R V-Spec II N1-ა. შასის ნომრით #35, 68 გამოშვებული ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. მოდელს საოცრად ცოტა, 8 000 კმ აქვს დაფარული. აქვეა 1994 წლის Toyota Supra RZ, 1994 წლის Subaru Impreza STi Wagon-ი, 1994 წლის Mitsubishi Lancer Evolution II GSR-ი, 1995 წლის Nissan Skyline R33 GT-R V-Spec-ი (Midnight Purple ფერში), 1996 წლის Honda Integra Type R-ი და სრულად ქარხნული 1996 წლის Lancer Evolution IV GSR-ი. კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი კი 1995 წლის Toyota Century LWB-ი გახლავთ.



როგორც ზემოთ დავწერეთ, 11-ვე ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია. ეს იაპონური ბაზრისთვის დამახასიათებელია და არც გვიკვირს. კოლექციაში ყველაზე მეტად Honda NSX-R-ი და Nissan Skyline R32 GT-R V-Spec II N1 უნდა შეფასდეს.

თქვენ რომელ ერთ ავტომობილს შეიძენდით ჩამოთვლილიდან? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები