ავტომობილის 10 ფუნქცია, რომელსაც მეორე სიცოცხლე აჩუქეს
Aa
Aa

ავტომობილის 10 ფუნქცია, რომელსაც მეორე სიცოცხლე აჩუქეს

ბევრის აზრით, დღეს იმდენად დახვეწილი ტექნოლოგიებია გამოყენებული თანამედროვე ავტომობილებში, ისეთი კომფორტი და უსაფრთხოების ფუნქციები გვაქვს, რომ ჩვენი წინაპრები ვერც კი იოცნებებდნენ. თუმცა, ასეა ეს სინამდვილეში?

ბევრი ტექნოლოგია, რითაც დღეს ვსარგებლობთ, ოდესღაც უკვე გამოსცადეს. ახლა კი უფრო დახვეწილი ფორმით დაბრუნდა. მაშინ, ტექნოლოგიური პროგრესი ამ ინოვაციებისთვის მზად არ იყო და სანდოობა აკლდა. თანამედროვე სამყაროში კი იმ იდეებს მეორე შანსი მიეცა. ამ სტატიაში თქვენ 10 ფუნქციას გაეცნობით, რომლებიც მკდრეთით აღდგა.

ტურბოდაბერვა

დღეს ბაზარზე იშვიათად თუ შეხვდებით შიგაწვისძრავიან ავტომობილს, რომელსაც ტურბოდაბერვა არ აქვს. 1960-იანებში GM-მა ტურბოს საშუალებით Oldmsobile F-85 Jetfire-სა და Chevy Corvair Monza-ს სხვა უფრო დიდძრავიანი ავტომობილების შესაძლებლობები მისცა. შემდეგ კი ტურბოდაბერვის გამოყენებაზე უარი თქვა.  

ეს ტექნოლოგია 1974 წელს BMW 2002 Turbo-სა და 1975 წლის Porsche 911 Turbo-ში დაბრუნდა. შემდეგ კი დიზელებშიც გამოჩნდა. მათ შორის 1978 წლის Mercedes-Benz 300SD-ში. ტურბო ძრავების ფართოდ გამოყენება მაშინ დაიწყო, როცა VW-მ 1990-იან წლებში 1.8-ლიტრიან ძრავას ტურბო დაუმატა და შემდეგ თითქმის ყველაფერში დებდა. 2010-იანებში კი ავტომობილები ტურბოდაბერვის გარეშე ანომალიად იქცა.

ავტომატური მაშუქები

შებინდებისას შორ გზაზე მოგზაურობა ერთ დროს იმას ნიშნავდა, რომ მაშუქების ნათება მუდმივად უნდა გეცვალა. რომ აღარაფერი ვთქვათ მძღოლებზე, რომლებსაც სხვების დაბრმავება უყვართ.

დღეს უკვე მძღოლის საქმეს ავტომატური მაშუქები აკეთებს. თუმცა, ეს ტექნოლოგია ახალი სულაც არ არის.

ავტომატური მაშუქების ადრეული ვერსია Cadillac-მა 1952 წელს შემოგვთავაზა და მას Autronic Eye ერქვა. თუმცა, ძალიან ცუდი შეფასება დაიმსახურა. ამ ტექნოლოგიამ 1980-იანებში სიცოცხლე Guide-Matic-ის სახელით გააგრძელა. დღევანდელი ავტომობილების დიდ ნაწილს კი ავტომატური მაშუქები აქვს.

ცილინდრების რაოდენობა საჭიროების მიხედვით

ავტომობილს თავისი მაქსიმალური ძალა ყოველთვის არ სჭირდება. ამიტომ, საწვავის ეკონომიის მიზნით, ნახევარი ძრავის გათიშვა ცუდი იდეა არ არის. თუ ახალი პატარა Audi, Ford Fiesta ST ან 5.7-ლიტრიანი ძრავის მქონე Dodge ან Jeep გიტარებიათ, გეცოდინებათ, რომ ეს საკმაოდ მარტივად ხდება.

1981 წელს Cadillac V8-6-4-ის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. გენიალური იდეა საწვავის კრიზისმა დაბადა, თუმცა, მისი კარგად განხორციელება იმ დროს შეუძლებელი აღმოჩნდა. მასზე უარი მალევე თქვეს. 2 ათეული წლის შემდეგ ეს იდეა გაცოცხლა.

ძარის ფერის ბამპერები

თუ ყველგანმავალ ავტომობილებზე არ ვსაუბრობთ, თანამედროვე ავტომობილების უმეტესობას ძარის ფერი ბამპერები აქვს. ეს სტილი ავტოინდუსტრიაში პოპულარული 1990-იანებში გახდა და უცებ ყველაფერი მანამდე აწყობილი მოძველებულად აქცია.

თუმცა, ამ მიდგომას Porsche 928-ში 1978 წლიდან იყენებდა, Corvette კი 1973 წლიდან. ყველაზე ადრე კი მსგავსი ბამპერით 1967 Pontiac GTO Endura ბამპერით გამოჩნდა.

უკანა თვლების მოხვევა

საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით 1980-იანებში იაპონიაში ძალიან პოპულარული იყო და ისეთ ავტომობილებში იყენებდნენ, როგორებიცაა Honda Prelude და Mazda 626. 1989 წელს Nissan Skyline GT-R-მა უკანა თვლების მოხვევის სისტემა მიიღო.

ამ სისტემაზე უარი Nissan-მა R34 Skyline-ის წარმოების შეწყვეტასთან ერთად თქვა. 2007 წელს R35 GT-R მხოლოდ წინა თვლების გამოყენებით უხვევდა. სხვა ავტომწარმოებლები კი ნელ-ნელა ამ ფუნქციის დაბრუნებაზე დაფიქრდნენ. მაგალითად, უახლეს ელექტრო Mercedes EQS-ს ეს სისტემა აქვს, თუმცა, Mercedes-ი მის გააქტიურებაში კლიენტებისგან დამატებით $575-ს ითხოვს.

ელექტრო აგრეგატები

2030-იანი წლებიდან შიგაწვის ძრავები ნელ-ნელა გაქრება. მათ უფრო ჩუმი და ეკოლოგიური ელექტრო ძრავებით ჩაანაცვლებენ. ელექტრო აგრეგატები სიახლე სულაც არ არის. ეს დაპირისპირება 1890-1900-იან წლებშიც იყო და მაშინ ბრძოლაში ელექტრო აგრეგატები დამარცხდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ომი არ წაუგია.

მაშინ ბენზინის ძრავები იყო ხმამაღალი, საშიში და ძნელი დასაქოქი. თანაც გამუდმებით ყურადღებას საჭიროებდა. თუმცა, ელექტრო ძრავებთან შედარებით მსუბუქი და იაფი იყო. თანაც მაშინ ბატარეები საჭირო რაოდენობის ენერგიას ვერ ინახავდა.

ამ სურათზე თომას ედისონი და მისი ელექტრო ავტომობილია (1910წ.). ავტომობილს სრული დამუხტვით 160 კილომეტრის გავლა შეეძლო. 1910 წლის სექტემბერში მან გამძლეობის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ბენზინის ძრავიანი ავტომობილები მონაწილეობდნენ. 

ელექტრო სტარტერის გამოგონება შიგაწვის ძრავებისთვის სერიოზული წინსვლა იყო. როგორც ედვინ ბლექი თავის წიგნში „შიგაწვა“ წერს, ნავთობმაგნატების ინტერესებმა ელექტრო აგრეგატების წარმოებას ხელი შეუშალა. 

დღეისთვის ბატარეის ტექნოლოგიები უკვე დახვეწილია. კლიმატის ცვლილებამ კი მთავრობები შიგაწვის ძრავების წინააღმდეგ განაწყო. თითქმის 1 საუკუნის შემდეგ, ელექტრო აგრეგატების განვითარება თავის კალაპოტს დაუბრუნდა.

ციფრული მონაცემთა დაფები

ბოლო 20 წლის განმავლობაში მულტიმედია ეკრანებმა ყველაფერი შეცვალა. უახლესი ავტომობილების უმეტესობას ორი ეკრანი აქვს. ერთ-ერთი მონაცემთა დაფის ფუნქციას ასრულებს.

ციფრული მონაცემთა დაფების გამოყენება 1980-იან წლებში დაიწყო. თუმცა ათწლეულის ბოლოს მათზე უარი თქვეს. ახლა კი ციფრული გამოსახულებები მოდაში დაბრუნდა. მომავალში Apple CarPlay არამხოლოდ მულტიმედია სისტემას დაუკავშირდება, არამედ მონაცემთა დაფასაც.

მოლაპარაკე ავტომობილები

ეს ფუნქცია ციფრულ მონაცემთა დაფებთან ახლოსაა. ორივეს განვითარება 1980-იანებიდან დაიწყო. სამწუხაროდ, სინამდვილეში იმ პერიოდში მოლაპარაკე ავტომობილები იმდენად ჭკვიანი სულაც არ იყო, როგორც KITT-ი Knight Rider-იდან.

დღეს ეს ტექნოლოგია ბევრად დახვეწილია. ავტომობილი არამხოლოდ გელაპარაკება, არამედ გისმენს კიდეც. მართალია, სწორად თითქმის ვერასდროს იგებს, მაგრამ მაინც...

წინა საბარგულები

ელექტრო ავტომობილების განვითარებასთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის საბარგულების მდებარეობა. მომავალში ბარგის შესანახად კაპოტის გაღება მოგვიწევს. შიგაწვის ძრავის ამოღება წინ დიდ ადგილს ათავისუფლებს. ისე, როგორც ახალი Ford F-150 Lightning-ის შემთხვევაშია.

თუ შუაძრავიანი სპორტული ავტომობილი გყავთ, მაშინ ეს თქვენთვის უცხო არ იქნება. არც იმ მილიონობით მძღოლისთვის იქნებოდა უცხო, რომლებიც ევროპაში 50 წლის წინ უკანაძრავიან BMW-ს, Fiat-ს, Renault-ს, Skoda-ს და Volkswagen-ს მართავდნენ.  

როტორული ძრავები

Citroën-დან დაწყებული Mercedes-ით დასრულებული, 1960-ებსა და 1970-იანების დასაწყისში ფელიქს უონკელის როტორული ძრავით აღფრთოვანებული იყო. Benz-ს ის წარმოებაში არასდროს ჩაუშვია. სამაგიეროდ, ეს NSU-მ და Citroën-მა გააკეთეს. ეს გადაწყვეტილება ფრანგული კომპანიისთვის შეცდომა იყო. ამას მალევე ყველა GS Birotor-ის უკან გაწვევა და განადგურება მოუხდა.

უკანასკნელი სამურაი RX-8 იყო, რომელმაც 2010 წლამდე გაძლო და ევრო 5 სტანდარტებს შეეწირა. თითქოს როტორული ძრავებისთვის ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ Audi-მ A1 კონცეპტი წარმოგვიდგინა, Mazda-მ კი ეს ძრავა MX-30-სთვის გააცოცხლა.

მსგავსი სიახლეები