Aa Aa
12 ოქტომბერი 2022  |  10:32

Alpina B7-ის წარმოება შეწყდა და მას არც შთამომავალი ეყოლება

დახვეწილი სედანის გზა დასრულდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სედანის გზა დასრულდა. Alpina BMW-ს მეშვიდე სერიაზე დაფუძნებულ B7 სედანს ემშვიდობება. ბავარიული ბრენდი G70 თაობაზე მუშაობას აპირებს.

ფეისბუკ პოსტში Alpina Belgium-ი წერს, რომ უკანასკნელი B7 აიწყო და „Alpina B7-ის ერა დასასრულს მიუახლოვდა“. როგორც განცხადებებიდან ჩანს, გერმანული მწარმოებელი ამ ავტომობილის შთამომავალზე არ მუშაობს.

Alpina ფოკუსს სუვებზე გადაიტანს. ბოლო დროს ბრენდმა გაძლიერებული XB7 წარმოგვიდგინა. ახალი „გარეგნობითა“ და უფრო მეტი ცხენის ძალით, ამ ავტომობილის ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში $145,000-დან იწყება. მიწოდებები შემდეგი წლის პირველ თვეებში დაიწყება.  

2025 წლის ბოლოს Alpina BMW-სთან ახალ ხელშეკრულებას დადებს. მხარეები მოდიფიკაციებთან დაკავშირებულ ახალ სტრატეგიაზე შეთანხმდებიან. მეშვიდე სერიის სედანი პირველია, რომელიც ამ შეთანხმების მოახლოებას შეეწირა. ბოლო ცნობებით იგივე ბედი B3-საც ელის, თუმცა, ჯერ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

გაზიარება: