ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი, მნიშვნელოვანი და მახინჯი Ferrari
Group B-სა და Ferrari-ის გადაკვეთაზე იშვიათად საუბრობენ. ამას მარტივი მიზეზი აქვს - ეს ყველაფერი უბრალოდ არ მომხდარა. თუმცა, 1987 წლის Ferrari 288 GTO Evoluzione ადასტურებს, რომ მწარმოებელი 80-იანი წლების ყველაზე ექსტრემალურ სარბოლო კლასში ჩართვაზე მუშაობდა.
ეს ხუთი გამოშვებული ეგზემპლარიდან ერთ-ერთი, 288 GTO-ზე იყო დაფუძნებული და FIA-ს რეგულაციებს სრულად აკმაყოფილებდა. ამ ავტომობილით ბრენდს Group B-ის რბოლაზე თავის დამკვიდრების საშუალება ეძლეოდა.
თუმცა, ტრაგიკული შემთხვევების გამო ეს კლასი მალევე გაუქმდა. Ferrari-იმ კი 20 ჰომოლოგაციის შექმნის პროექტი პროცესში გააჩერა. ჯამში სულ 5 მანქანის შექმნა მოესწრო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილის რბოლა არასდროს გვინახავს, ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ 288 GTO Evoluzione ნამდვილი მხეცი იყო.
Tipo F114 CK ძრავით აღჭურვილი მოდელი 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. სიმძლავრის ეს რაოდენობა სტანდარტული ავტომობილზე 60%-ით მეტი იყო. მანქანა 940 კგ-ს იწონიდა. წონისა და სიმძლავრის ამგვარი ფარდობა კი ნიშნავდა იმას, რომ Ferrari-ის მონსტრს 370 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ კორპუსის დიზაინზე Pininfarina-მ იმუშავა, აშკარაა რომ პრიორიტეტი ფუნქციები იყო, ვიდრე ესთეტიკა. ყველა პანელი კევლარისგან და მინაბოჭკოსგან იყო დამზადებული. თუ ამ ავტომობილს F40-ის გვერდით დააყენებთ, იდეები საკმაოდ ნათელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სუპერქარი სრულად განსხვავებული ცხოველი იყო, 288 GTO Evoluzione F40-ისთვის მნიშვნელოვანი სატესტო პლატფორმა გახლდათ.
ეს ეგზემპლარი, შასის ნომრით 79888 პირველად ჯინ ბლატონის საკუთრებაში იყო. ის ბელგიელი ინდუსტრიალისტი იყო, რომელსაც რბოლა უყვარდა. მას Le Mans-ის რბოლებში 15-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული და ისეთი საკულტო მანქანების საჭე აქვს მორგებული, როგორიც 250 Testa Rossa, 250 LM, 250 GTO და 330 4-ა.
სწორედ ამ ფაქტების გამო, ეს პიროვნება Ferrari-ის ერთ-ერთ საყვარელი კერძო პირი იყო. კომპანიის წარმომადგენლები ბედნიერნი იყვნენ, რომ მათ მანქანას ჯინ ბლატონს აბარებდნენ. რომ არა ეს ფაქტორი, 288 GTO Evoluzione ბელგიელის ხელში არასდროს აღმოჩნდებოდა. მას შემდეგ ეს ავტომობილი ბევრი კოლექციონერის ფარეხშიც ყოფილა. ერთ-ერთი კი ლოურენს სტროლიც გახლავთ.
ალბათ, უკვე მიხვდებოდით, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი გასაყიდად არის გამოტანილი. მოდელი Ferrari-ის კედლებიდან ახლად არის გამოსული. მას სრული სერვისი აქვს ჩატარებული და უამრავი დეტალი აქვს განახლებული.
ენცო ფერარის განკარგულებით შექმნილი უკანასკნელი სარბოლო მანქანით გზაზე გადაადგილება დაშვებულია. ეს საოცარი სიმძლავრის მქონე მონსტრია, რომელსაც დიდი წარსული აქვს და აჩრდილად Group B-ის ატმოსფერო დაჰყვება. RM Sotheby მანქანას ახალ მფლობელს 19-21 ოქტომბერს მოუნახავს.