Aston Martin DB5-ის რეპლიკა ფილმიდან No Time To Die აუქციონზე $3.2 მილიონად გაიყიდა
კლასიკური V8-ძრავიანი Vantage და ახალი DBS Superleggera 007 Edition ჯეიმს ბონდის სპეციალურ საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა.
ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმში No Time To Die სხვადასხვა ეპოქის Aston Martin-ი მონაწილეობს. ფილმის დასაწყისშივე კლასიკური DB5 ჩნდება, რომლითაც ჯეიმს ბონდი ბოროტ პერსონაჟებს გაურბის.
დენიელ კრეიგი ფილმში ავტომობილის ყველა იარაღს იყენებს. ამ სცენაში DB5 ძლიერად ზიანდება, თუმცა, გადაადგილება ისევ შეუძლია. სწორედ ეს ავტომობილი აუქციონზე $3.2 მილიონად გაიყიდა და მას ბრძოლის კვალი ისევ ატყვია.
რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი DB5 არ არის. რეპლიკაა, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის აიწყო. ის ერთ-ერთია იმ 8 ავტომობილიდან, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის Aston Martin-მა ააწყო. მას მბრუნავი ნომერი და იარაღები აქვს, რომლებიც მაშუქებიდან გამოდის.
BD5 „ჯეიმს ბონდის 60 წლის“ სპეციალურ აუქციონზე გაიყიდა. თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. აუქციონი ლონდონში გაიმართა. გარდა კლასიკური V8 Vantage-სა, რომელიც $703,000-ად გაიყიდა, ახალი მფლობელი DBS Superleggera 007 Edition-საც ჰყავს. ფასი - $449,000.
„Aston Martin-ი ამაყობს იმით, რომ ჯეიმს ბონდის დნმ-ის ნაწილია და მოხარულები ვართ, რომ მასთან ერთად 60 წლის იუბილეს No Time To Die ფილმიდან უნიკალური ავტომობილების გაყიდვით აღვნიშნავთ“, - ამბობს Aston Martin-ის შემოქმედებითი დირექტორი მარეკ რაიხმანი.