C5 Corvette ქუჩაში დრიფტის დროს Ford Mustang-ს შეეჯახა
Mustang-ს ისევ არ გაუმართლა.
Ford Mustang-ი დაიმტვრა, მას შემდეგ, რაც ქუჩის გართობა ცუდად დასრულდა. ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ავარიაში დამნაშავე პონი ქარის მძღოლი არ ყოფილა.
მოკლე ვიდეოში შეჯახების მომენტი ჩანს. ნაცრისფერი Mustang-ი გზაჯვარედინზე სრიალებს. რამდენიმე წამში მეხუთე თაობის Corvette ჩნდება და Mustang-ს ეჯახება.
ამ არეულობაში მონაწილე მძღოლებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ კარგი იდეა იქნებოდა, თუ შუქნიშანთან, გზაჯვარედინზე დონატებს ერთდროულად გააკეთებდნენ. Corvette-ს მძღოლი ზედმეტად მონდომებული ჩანდა და დონატის გაკეთებას მაღალ სიჩქარეზე ცდილობდა.
როცა ვამბობთ, რომ ამ ავარიაში Mustang-ის მძღოლს წვლილი არ მიუძღვის, ეს ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა უკვე დანაშაულია.
Mustang-ის წინა ნაწილი დაზიანებულია. ძლიერი დარტყმა მიიღო Corvette-მა მძღოლის მხარეს. ორივე ავტომობილს შეკეთება დასჭირდება, რაც იაფი ნამდვილად არ დაჯდება. იმედია, ამ ავარიისას არავინ დაშავებულა. ყოველ შემთხვევაში, ეს ორივე მძღოლისთვის კარგი გაკვეთილია.