კვლევა, ავტომატური დამუხრუჭება, AEB
Aa
Aa

ავტომატური დამუხრუჭების სისტემები მაშინ არ მუშაობს ეფექტურად, როცა საჭიროა

აშშ-ში ახალი ავტომობილების უმეტესობა ავტომატური დამუხრუჭების სისტემით (AEB) სტანდარტულად გამოდის. AEB-ის სტანდარტს 20 მთავარი ავტომწარმოებელი აკმაყოფილებს, რომელიც ამერიკული ავტობაზრის 99%-ს წარმოადგენს.

ცნობილი ამერიკული დაწესებულება, American Automobile Association-ი (AAA) იმ ტექნოლოგიით დაინტერესდა, რომელიც რადარებს, კამერასა და LiDAR-ის დეტალებს იყენებს. ეს ჭკვიანი მოწყობილობები ავარიის თავიდან აცილებას უნდა უზრუნველყოფდეს. AAA-ს კი სურდა გამოევლინა ის შემთხვევები, როდესაც ეს მოწყობილობები ყველაზე ეფექტურად მუშაობს. ტესტირებებმა კი აჩვენა, რომ ეს სისტემები საბაზისო შემთხვევებშიც კი გამოუსადეგარია.


სატესტო ავტომობილებად Ford-ის, Honda-ს, Chevrolet-ისა და Toyota-ს მოდელები შეარჩიეს. მანქანები მაღალ სიჩქარეზე შეამოწმეს. მათ აინტერესებდათ შეძლებდნენ თუ არა ისინი უკანა ნაწილში დარტყმის თავიდან აცილებას. ავტომობილები გზაჯვარედინის, ე.წ. T შეჯახებაშიც გამოცადეს.

ზემოთ ნაჩვენებ ვიდეოში ავარიის სცენარები კარგად ჩანს. აშშ-ში ასეთი შეჯახებების 39.2% ფატალურად სრულდება. კვლევის შედეგები კი საამაყო ნამდვილად არ ყოფილა:

50 კმ/სთ-ით გადაადგილებისას AEB-ი სისტემამ 20-დან 17 შემთხვევის თავიდან არიდება შეძლო. ეს 85%-იანი შედეგია.

65 კმ/სთ-ით მოძრაობისას AEB-მ 20-დან 6 ავარიის თავიდან არიდება შეძლო. ეს კი 30%-იანი შედეგია.

ე.წ. T-ს შეჯახებისას ყველა შემთხვევა შეჯახებით დამთავრდა. AEB-ი სისტემამ მძღოლის გაფრთხილებაც ვერ შეძლო.

კვლევაზე დაყრდნობით, AAA-მ მწარმოებლებზე ტექნიკის დახვეწის რეკომენდაცია გასცა. ეს სწორედ ისეთი ტიპის შეჯახებებია, რაც სტატისკურად მეტ სიკვდილიანობას იწვევს. გარდა ამისა, ამ ინფორმაციას მძღოლებიც უნდა ფლობდნენ. როგორც ჩანს, თანამედროვე ავტონომიური სისტემები ბოლომდე სანდო არ არის.

მსგავსი სიახლეები