მანქანის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება
Aa
Aa

მანქანის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება

კანონი, მიღების შემთხვევაში, 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მანქანის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება. კანონპროექტის თანახმად, მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების დაწესებული საფასურები შემდეგნაირად კორექტირდება:

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;

ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.

ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში წერია, რომლის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, ხოლო ინიციატორი მთავრობა. 

„კანონპროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად”, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ავტორი: bpn.ge

მსგავსი სიახლეები