Aa Aa
26 ოქტომბერი 2022  |  09:19

ძველ Toyota Corolla-ს V8 ძრავა და დამალული ტურბო აქვს

ეს 470-ცხენისძალიანი Corolla საბურავების მკვლელია.

როცა სწრაფ Corolla-ზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა GR Corolla გვახსენდება. მისი 3-ცილინდრიანი ძრავა თითქმის 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ვიდეოში უფრო ძველ მოდელს ტურბოკომპრესორი აქვს, მაგრამ მას კაპოტის ქვეშ ვერ იპოვით.

ეს არის უკანაწამყვანი Corolla 90-იანებიდან. E70 სერია. თავდაპირველად ის ჯეისონის 4-ცილინდრიანი, ნორმალური ავტომობილი იყო. გარდაქმნაზე ჯეისონმა მამასთან, პიტთან, ერთად იმუშავა. სამხრეთ აფრიკაში მათ სახელი ავტომობილების გადაკეთებით გაითქვეს.

ამჯერად, მათ Corolla-ს 4-ცილინდრიანი ძრავის ნაცვლად Lexus LS400-ის V8 ძრავა ჩაუდგეს. თუმცა, ეს ცვლილება მხოლოდ აისბერგის წვერია. ავტომობილს ახლა 470 ცხენის ძალა აქვს. კაპოტის ქვეშ კი სამუშაო ყველაზე სუფთადაა შესრულებული. ტურბოკომპრესორი და მილები არ ჩანს.

ეს იმიტომ, რომ ჯეისონმა ტურბო უკან მოათავსა. მას ძრავასთან ხელნაკეთი მილები აკავშირებს. ატმოსფერულ ძრავასთან მაქსიმალური მსგავსებისთვის, კაპოტის ქვეშ ჰაერის ყალბი ფილტრი და ჰაერის შემწოვია.

ამ პროექტზე 9 თვე მუშაობდნენ. შედეგი შთამბეჭდავია. ტურბოს დაყოვენება თითქმის არ აქვს. ძრავას ტემპერატურა კი კაპოტის ქვეშ სტაბილურია.

Lexus-ის 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ძალას უკანა თვლებს უგზავნის. ზამბარები BMW E36-დანაა, მუხრუჭები Brembo-სია. დაკიდების წინა სისტემა ქარხნულია.

ქარხნულ მდგომარეობაშია დატოვებული ინტერიერიც. სავარძლები ტყავისაა. ხალიჩები ახალია.

ამ პროექტს დიდი დრო და ენერგია დასჭირდა. თუმცა, შედეგი შთამბეჭდავია. Corolla საბურავებს ანადგურებს და თანაც ის უნიკალურია.

გაზიარება: