სამხრეთ კორეაში დატბორილი ძვირადღირებული ავტომობილები
Lamborghini Aventador-ი, Huracan-ი, McLaren 570S-ი და Porsche 911 მძიმედ დაზიანდა.
სამხრეთ კორეაში მძიმე სტიქიის შედეგად რამდენიმე ეგზოტიკური ავტომობილი განადგურდა. აგვისტოს კვირაში ქვეყანას ტაიფუნმა გადაუარა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. კატასტროფის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. დედაქალაქში კი მოსახლეობა მატერიალურად დაზარალდა. სურათზე ნაჩვენები მანქანები კი მათ შორისაა.
ეს სურათები პირველად აგვისტოს შუა რიცხვებში გასაჯაროვდა, თუმცა უცხოური წყაროების რადარებზე ახლახან მოხვდა. მოდელები ერთ ფარეხში იყო გაჩერებული. Lamborghini Aventador SVJ, Lamborghini Huracan Spyder, McLaren 570S, Porsche 911 და Mercedes AMG GT, Mercedes-Benz S-Class, Bentley Bentayga - ეს იმ განადგურებული ავტომობილების არასრული სიაა, რომელიც წყალმა მთლიანად დაფარა. მანქანებზე ტალახმა სქელი ფენაც დატოვა. წყლის სიმაღლის შემჩნევა კი კედელზე შემორჩენილი ხაზით არის შესაძლებელი.
ამ მანქანებიდან ყველაზე ძვირადღირებული Aventador SVJ გახლავთ. სამწუხაროდ, ის ტალახით მთლიანადაა დაფარული. ასეთ შემთხვევებში წყალი მანქანის საჰაერო არხებში შედის. ამ დროს ძრავის ამუშავება არ შეიძლება, რადგან მთელი ეს მასა აგრეგატში დაიწყებს ცირკულირებას. ეს ამ მანქანების მეპატრონეებსაც ეცოდინებათ. მიუხედავად იმისა, რომ ძვირადღირებული ძრავები შეიძლება გადარჩეს ამ მოდელების შეკეთების ხარჯები მაინც კოლოსალური იქნება.