Novitec-ის წყალობით, Ferrari SF90 Spider-ს C 1,100+ ცხენის ძალა აქვს
სუპერქარს Vossen-ის 21-იანი დისკები აქვს.
ფლაგ ინ ჰიბრიდული სუპერქარი Ferrari SF90 Spider-ი დღეს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი კაბრიოლეტია. ის თავისი სიძლიერით, ყველაზე მაღალ ლიგაშია. თუმცა, როგორც ჩანს, Ferrari-ს ზოგიერთი კლიენტისთვის ეს საკმარისი მაინც არ არის. სწორედ ამ დროს საქმეში Novitec-ი ერთვება და თავის ვერსიას გვთავაზობს.
ტიუნინგის სპეციალისტებმა პროგრამის ცვლილებით 4.0-ლიტრიანი V8 ძრავიდან 109 ცხენის ძალით მეტი ამოიღეს, ვიდრე ქარხნულ ვერსიას აქვს. რა თქმა უნდა, უფრო მეტ ძალას გამოსაბოლქვი სისტემის განახლებაც დასჭირდა.
ფლაგ ინ ჰიბრიდული აგრეგატი 3 ელექტრო მოტორს მოიცავს. ჯამში ავტომობილის ცხენის ძალების რაოდენობა 986-დან 1 109-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ SF90 Spider-ი 0-100კმ/სთ-მდე ახლა 0.1 წამით ნაკლებ დროში, 2,4 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 340კმ/სთ.
ახალი გამოსაბოლქვი სისტემის შეძენა ელექტრონული ხმით, ან მის გარეშე შეიძლება. კლიენტებს 112-მილიმეტრიანი მილების შეძენა შეუძლიათ, რომელსაც, ვიზუალური გაუმჯობესებისთვის კარბონის დაბოლოებები აქვს.
ვიზუალურ გაუმჯობესებაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, კარბონის აეროდინამიკული აღჭურვვილობა, რომელიც Novitec-მა სუპერქარს დაუმატა. ეს აღჭურვილობა წინა და უკანა ფრთას, დიფუზორს, გვერდითა მოხსნად სექციებს მოიცავს. განახლებები ავტომობილს არა მხოლოდ აგრესიულ შესახედაობას აძლევს, არამედ, მაღალ სიჩქარეებზე მეტ დამწოლ ძალას, სტაბილურობას და უკეთეს მართვადობას განაპირობებს. გარდა ამ ყველაფრისა, SF90 Spider-ს ახლა Vossen-ის 21-იანი დისკები აქვს.
რაც შეეხება სალონს, Novitec-ის თქმით, რასაც კლიენტი მოისურვებს, ყველაფერი შესაძლებელია. კომპანია კლიენტებს ნებისმიერი ფერის ალკანტარას სთავაზობს.
ქარხნულ მდგომარეობაში Ferrari SF90 Spider-ის ფასი ნახევარი მილიონი დოლარიდან იწყება, რაც უკვე საკმაოდ დიდი თანხაა და, რა თქმა უნდა, Novitec-ის გაუმჯობესებული ვერსია გაცილებით ძვირი ეღირება.