BMW, X5, Sbrarro, XX5
Aa
Aa

2002 წლის უიშვიათესი BMW Sbarro XX5 გასაყიდადაა გამოტანილი

შვეიცარიელი ავანტიურისტი, ფრენდ სბრარო და მისი „ტუნინგ“ კომპანია უჩვეულო დიზაინერული ხედვებითაა ცნობილი. Sbrarro სერიულად წარმოებულ მოდელებს თავის კედლებში რადიკალურად განსხვავებული დიზაინის ავტომობილად აქცევს. თუმცა, ამ სახელის ქვეშ გამოშვებული მოდელების ნაწილი ფართო მასებისთვის არ არის ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი ავტომობილი Sbrarro XX5-ა. ეს პირველი თაობის BMW X5-ის უიშვიათესი მოდიფიკაციაა. სურათზე ნაჩვენები ეგზემპლარი კი შვეიცარიაში გასაყიდადაა გამოტანილი. მისი ფასი 50 000$-ზე მეტია.

Sbrarro XX5-ის დებიუტი 2002 წლის ჟენევის საავტომობილო ჩვენებაზე შედგა. ეს ნიშნავს, რომ მანქანა 20 წლისაა. პრეზენტაციაზე ფართო მასებისთვის ვერცხლისფერი SUV-ი წარადგინეს. კომპანიამ მეორე ეგზემპლარიც შექმნა, რომელიც შავ ფერში გამოუშვეს.

გარდამავალ მოდელამდე გამოსულ BMW X5 E53-ზე დაფუძნებული Sbrarro წინიდან რადიკალურად განსხვავებულია. ასეთი დიზაინით ის დაუსრულებელ პროტოტიპულ ავტომობილს ჰგავს. BMW-ს ცხაურა აქ დაფარულია, მაშუქები წერტილოვანი განათებით არის ჩანაცვლებული, ხოლო მოკლე ბამპერი სპეციალურად ამ მოდელისთვის შეიქმნა. ასევე უფრო განიერია ფრთებიც, რის გამოც მანქანას ფრთის ქვედა პლასტმასები აღარ აქვს.



XX5-ის პროფილი „დეჟა ვუს“ შეგრძნებას იწვევს. ავტომობილის უკანა ნაწილში კი მცირედი ცვლილებია შეტანილი. ბამპერი ახლა უფრო მარტივი დიზაინისაა, ხოლო გამშვები სისტემის დაბოლოებას უფრო დიდი დიამეტრი აქვს. სალონში ცვლილებების შემჩნევა შეუძლებელია, თუმცა XX5 ყველა იმ ტექნოლოგიითა და ფუნქციონალით არის აღჭურვილი, რაშიც მომხმარებელი დამატებით თანხას იხდიდა. წინა სავარძლებზე გათბობა გვაქვს, საჭე სპორტულია, დეტალებზე Montana-ს ტყავია გადაკრული, გაფორმებას ხის ვიზუალი აქვს, ჭერი პანორამულია და ცენტრალურ კონსოლზე მულტიმედიის ეკრანიცაა.


განცხადების მიხედვით, ეს SUV-ი 2002 წლის ივნისში არის შექმნილი. მის ოდომეტრზე 140 700 კილომეტრია გამოსახული. გარბენის მიუხედავად მანქანა ვიზუალურადაც და მექანიკურადაც მშვენიერ მდგომარეობაშია. ახალი ჩატარებული აქვს სერვისი. შავი Sbrarro XX5 4.4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 282 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს რაოდენობა სტანდარტული ვერსიის იდენტურია. ადგილზეა 5-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფიც.

გადაიხდიდით ამ ავტომობილში 50 000$-ს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები