Mercedes E-Class უნივერსალი ტესტირებებისას შენიშნეს
Aa
Aa

Mercedes E-Class უნივერსალი ტესტირებებისას შენიშნეს

ახალი უნივერსალი უკვე გზაშია.

Mercedes-Benz-ი E-Class-ს გარდაქმნაზე მუშაობს. ერთ-ერთი პროტოტიპი ტესტირებებისას შენიშნეს და ის უნივერსალია.

ამჟამინდელი E-Class-ი 2017 წელს გამოვიდა და 2021 წელს შუალედური განახლება გაიარა. Mercedes-ის ახალი ვერსია 2024 წლის მოდელის სახელით 2023 წელს გამოვა.

გარდაქმნილ E-Class-ს რევოლუციური დიზაინი ექნება. ზოგიერთი ელემენტი უფრო დინამიკური გახდება. ავტომობილის უკანა მხარე უფრო აგრესიულად გამოიყურება.

უკანაწამყვანი უნივერსალი Mercedes-ის განახლებულ MRA პლატფორმაზე იქნება. ამ პლატფორმის დებიუტი 2021 წლის S-Class-თან ერთად შედგა და 2022 წლის C-Class-შიც გამოიყენეს. განახლებული პლატფორმა უფრო მსუბუქია. მასში მეტი ალუმინია გამოყენებული.

ამ პლატფორმას ელექტრიფიცირებული აგრეგატები ექნება. ელექტრიფიცირებული იქნება E53 და E63 მოდელები AMG-სგან. E63-ს შემცირებული 4-ცილინდრიანი აგრეგატი ექნება. C 63 S E Performance-ის მაილდ ჰიბრიდულ აგრეგატი კი 671 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედარებისთვის, ამჟამინდელ E 63 S-ს ტვინ-ტურბო V8 და 603 ცხენის ძალა აქვს.

გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის Mercedes-ის სრული ხაზი ელექტრიფიცირებული უნდა იყოს. ახლახან Mercedes-მა 2023 წლის EQE ელექტრო სედანი გამოუშვა. ამიტომ, სავარაუდოდ, ეს იქნება ბოლო შიგაწვის ძრავა, რომელსაც E-Class-ში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები