ფორმულა 1, Red Bull
Aa
Aa

Oracle Red Bull Racing-მა ფორმულა 1-ში კონსტრუქტორთა თასი მოიგო

Red Bull-ის გუნდმა კონსტრუქტორთა თასი მეხუთედ მოიგო.

ამერიკის შეერთებული შტატების გრან პრიზე Red Bull-ის პილოტმა მაქს ფერსტაპენმა ამ სეზონში მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა. მისი გუნდელი სერხიო პერესი კი მეოთხე ადგილზე გავიდა.

საერთო ჯამში Oracle Red Bull Racing-მა 19 რბოლაში 565 ქულა მოაგროვა და, სეზონის დასრულებამდე 3 რბოლით ადრე, 2022 წლის სეზონის ჩემპიონობა გაიფორმა. წინა 4 გამარჯვება გუნდმა 2010-1013 წლებში სებასტიან ფეტელთან ერთად მოიპოვა. 

ამ გამარჯვებას გუნდისთვის წინ რთული კვირა და სევდიანი განწყობა უსწრებდა. Red Bull-ის დამაარსებელი დიტრიხ მატეშიცი ამ შაბათს 78 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.

„დიტრიხისთვის! Red Bull-ისთვის ძალიან ემოციური კვირის შემდეგ, კონსტრუქტორთა თასში გამარჯვებით ბედნიერები ვართ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, დღეს გამარჯვება იყო. შესანიშნავი სეზონი იყო და ვულოცავ მთელს გუნდს. თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესოები ვართ!“ - წერს მაქს ფერსტაპენი Instagram გვერდზე.

 

პირად ჩათვლაში ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა იაპონიაში დასრულდა. მაქს ფერსტაპენი 2022 წლის სეზონის ჩემპიონია!

მსგავსი სიახლეები