ოჟიე და ახალი „იარისი“ პირველი გამარჯვებისთვის მზად არიან
Aa
Aa

ოჟიე და ახალი „იარისი“ პირველი გამარჯვებისთვის მზად არიან

ოჟიე მოუთმენლად ელის მექსიკის რალის და 2020 წლის სეზონში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს (12-15 მარტი).

მას შემდეგ, რაც 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი Toyota Gazoo Racing  გუნდს შეუერთდა, მანქანასთან ადაპტაცია სწრაფად გაიარა.  მონტე-კარლოს რალიზე მეორე ადგილი დაიკავა, შვედეთში კი მეოთხე, სადაც პოდიუმი თავის გუნდელთან კალე როვანპერასთან დათმო.  

2012 წლის შემდეგ ოჟიეს პირველი ორი რბოლა არ მოუგია. მიუხედავად პირველ ორ ტურში რთული დასაწყისისა, ის მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება ელფინ ევანსსა და ტიერი ნოივილის, რომლებიც პირველ ადგილს 42 ქულით იყოფენ.

ფრანგი პირველ ხრეშიან ზედაპირზე გამარჯვებას ელის: „მექსიკაში მთავარი მიზანია დონის ამაღლება და გამარჯვებისთვის ბრძოლა“. - ამბობს ის. – „ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი მანქანა მყავს და დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ორი რბოლის შედეგი მთელი სეზონისთვის კარგი დასაწყისია“.

 

„ჩვენ ცოტა შორ პერსპექტივაზეც უნდა ვიფიქროთ და მთლიანობაში კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ახლა ჩემპიონატის ლიდერებს ხუთი ქულით ჩამოვრჩებით, რაც შემდეგ რბოლაზე ჩვენთვის  ხელსაყრელი პოზიციაა“.  

ოჟიეს კარგად ესმის, რომ წინ მიმავალი ევანსი და ნოივილი მას გზას ფხვიერი ხრეშისგან გაუსუფთავებენ.

მან დაამატა: „ჩემპიონატის ამ ეტაპზე ცხრილის სათავეში ყოფნა არცაა აუცილებელი. მთავარია, მუდმივად კარგი ქულები დააგროვო და ლიდერებთან ახლოს იყო. მექსიკაში ბრძოლის კარგი შესაძლებლობა გვაქვს".

მექსიკაში ოჟიეს ჰეთრიკის შესრულების შანსი ექნება (მექსიკის წინა ორ რალიში გაიმარჯვა). ლეონში წარმატება მას მექსიკის რალის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პილოტად აქცევს და შეურთდება მის თანამემამულე სებასტიენ ლოებს, რომელსაც რეკორდული ექვსი გამარჯვება აქვს.

მსგავსი სიახლეები