S2000-ის რეტ როდი „ფარეხის დედოფლებს“ და აუქციონის სახლებს შუა თითს უჩვენებს
Honda S2000 საკულტო ავტომობილია. თითქმის არ არსებობს ისეთი ავტომოყვარული, რომელსაც ეს მოდელი არ მოსწონს. ბოლო დროს კი აუქციონების სახლები მოვლილ და გამართულ ეგზემპლარებს კოლოსალური თანხების სანაცვლოდ ყიდიან. მიუხედავად ასეთი ფონისა, სურათზე ნაჩვენები S2000-ის მფლობელმა თავისი მანქანისგან „რეტ როდის“ გაკეთებაზე უარი მაინც არ თქვა. ღრმად ისუნთქეთ!
ეს Honda ინტერსივრცეში ძალზედ პოპულარულია. თუმცა, მის შესახებ დეტალები არ არის ცნობილი. ამ ავტომობილზე მისი ვიზუალი საუბრობს.
ერთადერთ, რაც ავტომობილზე ვიცით ისაა, რომ S2000-ის შასიზე Village Customs-მა იმუშავა. ეს ძარა S2000 „რეტ როდის“ ბაზისს წარმოადგენს, რომელიც ასფალტიდან რამდენიმე მილიმეტრით არის დაშორებული.
View this post on Instagram
მფლობელმა Honda-ს საკულტო 4-ცილინდრიანი ძრავაც ამოიღო და მცირე მოცულობის V8-თი ჩაანაცვლა. ერთადერთი, რაც ამ S2000-დან შემორჩა კორპუსის პანელები, შუშები და მაშუქებია. ყველა სხვა ნაწილი კი შეცვლილია.
სრულად გაშიშვლებული ძრავის განყოფილებასთან ერთად ყურადღებას მანქანის ბორბლებიც იპყრობს. წინ შავი სადენისებრი დისკები გვაქვს, რომელზეც თხელი საბურავია გადაკრული. უკან კი უზარმაზარი დისკებია, რომელიც უფრო სქელი რეზინებითაა წარმოდგენილი.
ამ ავტომობილის ამგვარად გადაკეთების შემდეგ, ეს ადამიანი ინტერნეტ სივრცეში ბევრმა შეიძულა. ალბათ, ამ შეგრძნების მსგავსს ჩვენი მკითხველიც გრძნობს. თუმცა, აქ ერთი საინტერესო დეტალია. მფლობელი ამ პროექტით „ფარეხის დედოფალ ავტომობილებს“ და აუქციონის სახლებში საოცრად ძვირად შეფასებულ მოდელებს აპროტესტებს. ბოლო წლებში ასეთი ტენდენცია ბევრი მოყვარულისთვისაა გამაღიზიანებელი.
და როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით? დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.