მხატვრული ფილმი ფერუჩიო ლამბორგინიზე მალე გამოვა
ფილმი ლეგენდარული ფერუჩიო ლამბორგინის ცხოვრებაზეა.
ფილმის Lamborghini: The Man Behind The Legend ანონსი მზადაა. ეს იქნება ამბავი სუპერქარების მწარმოებელი იტალიური კომპანიის დამაარსებლის, ფერუჩიო ლამბორგინის, საქმიანობაზე.
ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი ბობი მორესკოა. ფერუჩიო ლამბორგინის როლს ფრენკ გრილო ითამაშებს. როგორც ცნობილია, როლისთვის მზადებაში მას ტორინო ლამბორგინი, ფერუჩიოს შვილი ეხმარებოდა.
ლამბორგინის მეტოქის, ენცო ფერარის როლს გაბრიელ ბირნი ასრულებს. თუმცა, ფილმის უდიდესი ნაწილი ფერუჩიოს და იმ ისტორიას დაეთმობა, რამაც ბიზნესმენი საკუთარი ავტომწარმოებლის დაარსების იდეამდე მიიყვანა.
ფილმში ლეგენდარული ავტომობილები გამოჩნდება: Countach-ი, Miura, 350 GT, Porsche 356 და რამდენიმე Ferrari.
2016 წელს პროდიუსერმა ანდრეა იერვოლინომ ფილმზე საუბრისას თქვა:
„ვამაყობ, რომ იმ ადამიანზე ვიღებ ფილმს, რომელმაც მსოფლიოზე დიდი გავლენა მოახდინა და დიდი მემკვიდრეობა დატოვა, რომელიც დღესაც ძლიერია. ფერუჩიო ლამბორგინი იყო ბიზნესმენი, რომელმაც იტალია ასახელა და მსოფლიოს უკეთ გააცნო“.
ფილმის გამოსვლამდე დიდხანს ლოდინი აღარ მოგვიწევს. პრემიერა 2022 წლის 18 ნოემბერს შედგება.